შანსი დასვენებულ ესპანეთთან? - მეტოქე ფავორიტია, თუმცა საქართველოს ნაკრებისგან აღარაფერია გასაკვირი

AutoSharing Option
გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია. ამჟამად ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის და არ ესმის, ფეხბურთით და იმედით ცხოვრობს.

ქართული ფეხბურთი ასეთ მაღალ სიმაღლეზე 1981 წლის შემდეგ არ გასულა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, თბილისის „დინამო“ 1976 წლიდან თანმიმდევრულად მიიწევდა დიდი გამარჯვებისკენ, თუმცა შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის 1979/1980 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიეღწია. ახლა კი ყველაფერი რაღაც უეცრად მოხდა, მოულოდნელად, გუნდმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ტურნირზე
ერთა ლიგიდან გააღწია და პლეი-ოფში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მთელი საზღვარგარეთული მედია ქართველების თამაშით აღფრთოვანებულია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამას განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია. პატარა ქვეყანიდან, სადაც ეკონომიკური სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, თავისი ნაკრების გერმანიაში საქომაგოდ უამრავი ადამიანი გაემგზავრა. ეროვნული გუნდის ყოველ შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი ქართველი გულშემატკივარი ესწრება და ამაში არის რაღაც რომანტიკული, რაც ალამაზებს ევრო 2024-ს.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის საინტერესოა, ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, რაც წარმოუდგენელია. ქართული ზღაპარი ყველას მოსწონს და ამას გარდა, ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც ყოველმხრივ სასარგებლოა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. გამუდმებით ვწერ არსებულ წყალქვეშა დინებებზე და კიდევ ერთხელ გავუსვმ ხაზს - უეფა საქართველოს წინსვლის წინააღმდეგი არაა, მსაჯობა ჩვენს მიმართ მაქსიმალურად ობიექტურია, VAR-იც, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამაში უთუოდ სფფ-ის დიდი დამსახურებაცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშისას სადავო სიტუაციებში სხვაგვარი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ვერც მოედავებოდი. ამით სანიოლის კრებულის უდიდეს დამსახურებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ წარმატება ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო, მაქსიმალურად დაიხარჯა და კონტინენტის 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. ეს გუნდი უკვე ჩვენი გულების ჩემპიონია, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს - მადა ჭამაში მოდის და ჩვენც ჩვენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ზღაპრის გაგრძელების იმედით აღსავსენი ვართ.

მერვედფინალში ისეთი მეტოქე შეგხვდა, რომელიც ტურნირზე საუკეთესოა და თითქოს უშანსოდ ვართ, თუმცა საქართველოს ნაკრები გუნდი აღმოჩენაა, გუნდი სიურპრიზი და მორიგი სასწაულის შემოთავაზება ძალუძს, მით უმეტეს მარცხის შემთხვევაში ვერავინ გააკრიტიკებს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. ესაა ჭეშმარიტად ერთიანი გუნდი, ფიზიკურად მომძლავრებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, დისციპლინირებული და აგორებული ზვავის მსგავსი.

„ფურია როხასთან“ 1:7 წაგებაც მწარედ გვახსოვს, 1:0 მოგება სასიამოვნოდ და სხვა დაპირისპირებებიც, როდესაც ბოლომდე შევებრძოლეთ. ახლა მოედანზე სრულიად განსხვავებული გუნდები გავლენ და ასე მგონია, გერმანიასთან ან მისი მსგავსი ძალისმიერი სტილის გუნდთნ თამაშს, ისევ მათთან დაპირისპირება სჯობია. რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა, მაგრამ თუნდაც ჩეხეთთან შეხვედრა გავიხსენოთ. ისიც გავიხსენოთ თვით ძველ, დიად „დინამოს“როგორ უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები თავადაც თამაშობენ და მეტოქესაც აძლევენ თამაშის საშუალებას. თუ დავმარცხდებით, არც ეგ იქნება ტრაგედია, ჩვენ ხომ თავაწეულები და უკეთესის იმედით დავტოვებთ ტურნირს.

შანსები? ძნელია იყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ესპანეთი აშკარა ფავორიტია, რომლის ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ „ჯვაროსნებისგან“ უკვე აღარაფერია გასაკვირი. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ბიჭებს და გაუმარჯოს საქართველოს!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 46 /
ფრთხილად უნდა ვიყოთ გერმანელებთან
M
30 ივნისი 2024 01:20
3
ანუ უკვე გავედით მეოთხედფინალში?!
M-ს
30 ივნისი 2024 01:57
1
რა მნიშვნელობა აქვს როგორ დამთავრდება? მთავარია რო იქნება ეს მატჩი და ვუყურებ და ვისიამოვნებ , დარწმუნებული ვარ რომ ჩვენები იბრძოლებენ დაე იღბალი იყოს მაგათ მხარეს.
Devkalion
30 ივნისი 2024 00:24
1
1. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ზეიმი უკვე შედგა და როდის და როგორ გამოვალთ პახმელიაზე მაგაზე მერე ვიფიქრებთ…
2. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ძალა ერთობაშია!
3. ჩვენ ისტორიაში ლოგიკა რომ არსებულიყო დღემდე ვერც მოვიდოდით!
Ziz
30 ივნისი 2024 00:41
1
ესპანეთთან ჩვენმა ბიჭებმა მთავარია დაცვაში სათამაშო დისციპლინა დაიცვან, "ფურია როხა" როგორც წესი ფლანგებს გაწელავს თავისი სწრაფი ახალგაზრდებით, პლიუს მათ კუკურელია და კარვახალი დაეხმარებათ, რასთან გამკლევებაც ურთულესი საქმეა, მათი ნახ.მცველები კი მუდმივად ცენტრში შერბენებით უპირატესობის მოპოვებას შეეცდებიან, ამ დროს გასაძლები გვექნება საწყისი წუთები, თუ ეს დრო მაქსიმალურად შევძელით კარის შენახვა, მაშინ უკვე იმათთანაც გამოჩნდება სივრცეები და თუ იღბალიც ოდვან ჩვენსკენ გადმოიხრება ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისე ეს წყვილი ყველაზე გამართულ ტაქტიკური გუნდების თამაში იქნება, მთავარია ჩვენები ფიზიკურად და ფუნქციონალურად რამდენად მზად იქნებიან. დანარჩენი ღვთის ნებაა წარმატებები საქართველოს!!!
ზაკო
30 ივნისი 2024 00:16
1
მთავარია იღბალმა არ გვიმტყუნოს ზედმეტად საჭირო მომენტებში თორემ ახლა ესპანეთს რომ მომენტების შექმნაში და ფეხბურთის თამაშო ვერ ვაჯობებთ ყველამ ვიცით!
გოგა
30 ივნისი 2024 00:40
2
უნდა გაიმარჯვოს ფეხბურთმა და არა ტაქტიკურმა მიდგომამ დღეს იტალიამ მაგიტომაც წააგო, მე ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენ უფრო ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ
გიო
30 ივნისი 2024 00:28
3
სამყაროში თუ რამ ენერგია ტრიალებს ქართველებმა დღევანდელ თამაშზე მოვუყარეთ თავი! უნდა მოვიგოთ!
წინ საქართველო!
30 ივნისი 2024 12:43
0
ავტორმა დინამოს წინსვლის ზრდა და გამარჯვების წინაპირობაზე თქვა. მე მზგავსებას იმაში ვხედავ რომ ლივერპულის გავლის შემდეგ მათზე ძლიერი იმდროინდელი ჰამბურგი შეგვხვდა. პორტუგალიის მოგებით გაგულიან გახარებულებს ახლა მათზე ძლირი ესპანეთი შეგვხვდა. დინამოს მაშინ თუ ქონდა გამარჯვებები სსრკ ჩემპიონატზე და სსრკ თასზე, ამ ბიჭებსაც აქვთ უკვე გამარჯვების მენტალიტეტი, იგივე ერთა ლიგის პირველი ადგილი და შემდეგ პკეი ოფები. მზგავსებას კიდევ ვხედავ ბიჭების თავდაჯერებაში და ასევე კლასის ამაღლებაში. ჩვენი ნაკრები თვალს და ხელს შუა იზრდება. გუნდი ძალიან შეიკრა. ამას უკვე მარტო ჩვენ აქ კომენტარებში აღარ ვწერთ, ამას სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. მარტო ნაგელსმანის კომენტარი რათ ღირს, თუმცა ჩვენ უფრო ადრე ვწერდით აქ. რა თქმა უნდაესპანეთი უპირობო ფავორიტია. მაგრამ არის სიტყვა მაგრამ და ბურთი მრგვალია. ჩვენი ბიჭების რწმენის საკუთარ თავში და თავდადების მჯერა. მე ერთ ერთი პირველი ვიყავი ვინც ბულგარეთში და მაკედობელების მოგების შემდეგ ვთქვი: ჩვენ ევროპაში მივდივართ, ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩითნეთქი და საკმაოდ ბევრმა არ დაიჯერა, იყვნენ მონწონებლებიც. შემდეგ კი ყველამ დავიჰერეთ რომ ჯგუფიდან გასვლისათვის უნდა ვიბრძოლოთ და იყვნენ ვინც დაგვცინოდნენ აქ. ახლა იცინონ ვისაც რამდენი უნდა, მაგრამ ჩვენ ესპანეთან მოსაგებად გავალთ. ჩვენ ბიჭებს არავისი შიში და რიდი არა აქვთ, ბიჭების თვალებში ნაპერწკალს ვერ ვხედავთ? გამარჯვების გზებზე ევლოს საქართველოს.

პ.ს. ესპანეთმა ჩვენზე 1 დღით კი არა 4 დღით მეტი დაისვენეს, რადგან ალბანეთან მე-2 შემადგენლობა იყო.
G.LA
30 ივნისი 2024 00:10
2
ძალიან კარგი პოსტია,გლა!მაშინდელ დინამოში,ახალკაცმაც დაცვაში მთელი გუნდის ჩართვით დაიწყო და როცა გუნდურად დალაგებული დაცვაში თამაში ვისწავლეთ,უკვე ამის შემდეგ გახადა გუნდი შემტევი სტილის.დაცვაში მკაცრი დისციპლინა იქცა იქცა მაშინდელი დინამოს წინსვლის და წარმატებების საფუძვლად.1979 წელს კი,ჰამბურგიც ძალიან ძლიერი გუნდი იყო,თუმცა ლივერპული,წინა გათამაშების გამარჯვებული იყო.ჰამბურგთან დინამოს უბრალოდ ძალები აღარ ეყო.მიზეზი ის იყო,რომ 1979 წელს,საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე,საქართველოს ნაკრების სახელით,თბილისის დინამოს მოუწია ასპარეზობა და ვერცხლის მედლებსაც დაეუფლა.მანამდე თასის ფინალი ვითამაშეთ და ისე მოხდა,რომ 21 დღეში,9 თამაში მოგვიწია.დღესაც კი,როცა 5 შეცვლაა დაშვებული და გუნდს ფაქტობრივად ორმაგი შემადგენლობა ჰყავს,ეს ფანტასტიკური დატვირთვაა.მაშინ კი,ორი შეცვლის და ძალიან შეზღუდული საკადრო რესურსის თბილისის დინამო,უბრალოდ გამოიფიტა.ლივერპულთან კიდევ ეყოთ ძალები,მაგრამ ჰამბურგთან უკვე ისიც აღარ შეეძლოთ,ხოლო ჰამბურგის შემდეგ,ბიჭებს უბრალოდ სირბილიც კი აღარ შეეძლოთ და ერთადერთი,ვისაც მთელი თამაში სირბილი შეეძლო,დიდი კაპიტანი,მანუჩარ მაჩაიძე იყო.თენგიზ სულაქველიძის ნათქვამი მახსოვს,ჰამბურგთან დამატებით დროშიც რომ გადაგვეყვანა,მაინც წავაგებდით,რადგან ფეხები უკვე ბამბასავით გვქონდაო,გამხდარი.დინამო მეორე ტაიმში,ფაქტობრივად დადიოდა,ისე იყვნენ გადაღლილები და მაჩაიძე,მარტო მიათრევდა გუნდს.დღევანდელმა ჩვენმა ნაკრებმაც დაცვის დალაგებით დაიწყო და თანდათან შეტევასაც მივაქციეთ ყურადღება.ასე რომ იმ დინამოს კვალზე მივდივართ და იქნებ მაშინდელ წარმატებებსაც მივწვდეთ.რა თქმა უნდა დღეს კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.თუმცა შედეგის მიუხედავად,მადლობა ამ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ,სამომავლოდ,კიდევ უკეთესად ავთამაშდებით.
სოსო
30 ივნისი 2024 20:36
0
იქ დაგვაბრუნებს ესპანეთი სადაც ვიყავით
იხვის ტოლმა
29 ივნისი 2024 23:37
48
აი შენ და შენი კომენტარის მომწონებელს ერთ ადგილას ცხელი შამფური მოგიხდებოდათ ცივი მხრიდან, რომ ცხელზე ხელი ვერ მოკიდოთ
ზაკო
30 ივნისი 2024 00:20
4
ბოღმა ხარ. შენნაირები ხდებიან და არიან ორჯონიკიძეები და ლიპარიტები. ასენი შინაგანი სამყარო იყოს შენი ყოველდღიურობა ამაზე უკეღესს ვერაფერს გისურვებ.
ანზ
30 ივნისი 2024 00:22
5
ყველა გამოხმაურება
მე მჯერა რომ ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ და ნეიტრალური გულშემატკივარი ჩვენსკენ იქნება..მთავარია გოლების გატანა მოვახერხოთ
თამაზი
30 ივნისი 2024 09:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული