ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა შემდეგ კი მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ესპანეთი საქართველოს მატჩის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა და ევორპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა, მიდიოდა საუბრები, რომ მას შესაძლოა, "ჯვაროსანთა" რიგებში ეთამაშა.

"დინამოში" თამაშის პერიოდში იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა და ამის შესახებ ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან ვლაპარაკობდი.

საქმე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ქვეყანაში საჭირო წლები არ მქონდა ნათამაშები, რათა ეროვნული ნაკრების ფორმა მომერგო და ეს იდეაც ამიტომ მივატოვეთ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა... ეს მეც და საქართველოს ეროვნულ
ნაკრებსაც ძალიან წაადგებოდა. საქართველოსთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

ფეხბურთელობის პერიოდში მქონდა შესანიშნავი მომენტები, რომელსაც ჩემს თანაგუნდლებთან ერთად ვიზიარებდი და მათთან ურთიერთობა დღემდე მაკავშირებს.

მეორეს მხრივ, როგორც მწვრთნელმა შევძელი, რომ ახალგაზრდა ბიჭებს დავხმარებოდი, რათა გაზრდილიყვნენ და თავიანთი ოცნებებისთვის ებრძოლათ.

თუ ესპანეთი თამაშობს იმ დონეს, რომელიც მას შეუძლია, მაშინ მეტოქეზე გაცილებით აღმატებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

საფრთხეები მეტოქიდან? - საქართველოს ჰყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის შეცვლა ინდივიდუალურ დონეზე. ისინი ფიზიკურად მომზადებულები არიან და აქვთ ტაქტიკური ცოდნა. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ სანიოლმა შეძლო ბალანსის პოვნა ხარისხსა და თავდაცვას შორის.

ისინი ქმნიან ისტორიას, მათთვის ეს თამაში ფინალია. ქართველებს უნდათ, რომ აჩვენონ თავიანთი სიამაყე და ღირებულებები.

მინდა, რომ საქართველო კარგად გამოვიდეს, მაგრამ მე ხომ ესპანელი ვარ...", - თქვა ჩისკომ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
უჰ შე მოღალატევ!!!უჰ შე მედეა!!!
ჯუდო
30 ივნისი 2024 21:37
9
ოი გიაურო,აკი ჩისკო განულდაო.ახლა კი მივხვდით მაგრამ რაღადროს
ჯუდო
30 ივნისი 2024 21:28
2
ვინც ჩვენ წყალბურთი გვათამაშა შოტლანდიაში ქე ვიცით სადაც არიან და ვინც 7-1 ის მერე კიდევ გვებლატავა 3-1 ეგენიც მიუჯდებიან
გიო
30 ივნისი 2024 20:59
0
ისე 7-1 და 3-1 ზე რომ კიდევ წაგვებლატავეს უნდა დავსაჯოთ გვეკუთვნის გამარჯვება სულ მაგათი ხო არ უნდა იყოს??! მიდით ლომებო უნდა ვიომოთ და შევჭამოთ ესპანეთი
აბაროტა
30 ივნისი 2024 20:28
1
ორივე მხარეს აქვს სტატისტიკა ესპანეთს გოლი არ აქვს გაშვებული ჩვენ ყველა თამაშში გავიტანეთ თუ ანტიფეხბურთს არ ითამაშებს ესპანეთი აუცილებლად გავუტანთ გოლებს, ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს კარგი ფეხბურთი ,თუ ბინძურად ითამაშებენ მჯერა მაგაზეც დაისჯებიან!!
თემო
30 ივნისი 2024 19:45
0
ანუ საფეხბურთო სამართალი ჩვენს მხარეზეა თან რომ დაგვჩაგრეს 7-1,3-1 სამაგიერო საჭიროა
თემო-ს
30 ივნისი 2024 20:36
0
მადლობა კარგი სიტყვებისთვის,თუმცა დღეს მეორე მხარეს იქნები და წარმატებას არ გისურვებ.
ისე კი,რამდენადაც სასიამოვნო მოსასმენია ეს სიტყვები,ქართველების ქება,იმდენადვე სევდიანია იმაზე დაფიქრება რო საუკეთესო ლეგიონერი ჩისკო იყო ჩვენს პირველობაზე. მეტი ფული ქართულ ფეხბურთში,მეტი გულშემატკივარი სტადიონზე და მეტი ახლაგაზრდა სპორტულ სახეობებში.
იასონას უდარი
30 ივნისი 2024 18:50
1
ჩემი პატივისცემა ამ ესპანელს..რადგან ქართულ ფეხბურთში რაღაც წვლილი აქვს და კარგს საუბრობს საქართველოზე..რაც შეეხება თამაშს..მჯერა ტოლს არ დავუდებთ ამ მრისხანე გუნდს..ერთადერთი არ მინდა რომ პირველი გოლი ჩვენ გავუშვათ....პორტუგალიასთანაც მათ რომ გაეტანათ სრულიად სხვა თამაში წავიდოდა..ეს თამაში ფინალია და მჯერა ამ ოქროს ბიჭების..წინ არწივებო..დიდება საქართველოს..
კიეზა
30 ივნისი 2024 18:14
1
ფაქტიურად ნაადრევი ფინალია
ნიკა
30 ივნისი 2024 17:27
0
ისე ინტერნეტში დაიწერა რომ ესპანელი ფანები დაგვცინიან და 7-1 გამეორებით გვემუქრებიან, უხარიათ რომ ჩვენ შევხვდით
ჟორა
30 ივნისი 2024 15:11
0
დღეს მოგების შემთხვევაში, და ასეც იქნება, გავალთ არამარტო 1/4 ფინალში ევროპაზე, არამედ ჩემპიონები გავხდებით პირინეის ნახევაკუნძულის არაოფიციალურ ღია ჩემპიონატში. წარმატებები ბიჭებს!!!!
გაიოზი
30 ივნისი 2024 15:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული