This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორიც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. მოლოდინისამებრ, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდა - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება, თუმცა როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. მორატა იმ მომენტში მამარდაშვილს ხელს უშლიდა, მაგრამ VAR-მა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ცენტრიდან ვერ გაუტანა. მერე მამარდაშვილმა იამალის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მალე ფაბიან რუისმა „ფურია როხა“ დააწინაურა. სანიოლმა ლოჩოშვილი და ჩაკვეტაძე წიტაიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. იამალმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე წიტაიშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. იამალის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უილიამსმა 75-ე წუთზე გაგვიტანა. 79-ე წუთზე გველესიანის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე კვეკვესკირი და ზივზივაძე შევიდნენ. სამწუხაროდ, ოლმომაც დალაშქრა ჩვენი კარი და მარცხი განვიცადეთ.
აღსანიშნავია, რომ ესპანელთა ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ღირსეულად იასპარეზა და დიდი პერსპექტივა გააჩნია.
5 ივნისს, მეოთხედფინალში, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო 4:1
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)