მამარდაშვილი: ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

"მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ვაჩუქეთ ასეთი ჩემპიონატი. სამწუხაროა ტურნირის დატოვება, თუმცა რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია და ვფიქრობ, გამარჯვებულიც გახდება. სამწუხაროა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან მოგვიწია თამაში. ეს არ არის დასასრული. უფრო ძლიერები დავბრუნდებით. მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ ირწმუნონ ჩვენი და მათ აუცილებლად გავახარებთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს წაგება უნდა გახდეს ახალი გამარჯვებებს დასაწყისი.
ოღონდ გუშინ მესმოდა-სამუშაოა გასატარებელი,სამუშაოა გასაწევი და ა.შ.
გასაგებია და კარგია,მაგრამ არის კიდე საფეხბურთო კომპონენტები რაც უშუალოდ თითოეულმა თვითონ უნდა გამოასწოროს ფედერაციის,ბიზნესის და კოლმეურნეობის ჩართვის გარეშე.
ხო კარგი იყო გუშინ ქოჩორას დაბზრიალება,კოტემ რო ბავშვივით გადაუგდო როდრის ბურთი თავზე?
ხოდა ესაა ფეხბურთი-ბურთი როცა გაქვს არ უნდა ცმუკავდე,ნუ გეშინია.
სამწუხაროდ ასეთი მარტო კიტეიშვილია ვისაც ეგ აქვს და მგონი ქოჩორაც.
ჟორჟს,ჩაკვეს და ხვიჩასაც კი ზოგჯერ რაღაც ცმუკვები ეწყებათ.
არაფერს ვამბობ კაკაბაზე და ყველა მცველზე კაშია-კვერკველიას გარდა.
მგონი საქმე თავდაჯერებაშია,რაც წესით ამ ევრომ შეგვმატა და მსოფლიო შესარჩევზე უკეთესი თამაშია საჭირო.
იმედია ვეტერანებს 4-5ბიჭი კარგად ჩაანაცვლებს.
იგივე სიგუა-კიტე მაგარია,მაგრამ 30 წლის წინ დენი რო მოდიოდა ისეა,ასე რომ ღირსეული შემცვლელი ჭირდება და მექვაბიშვილი იმედია ახალი ნემსაძე გახდება,თავისი წინ შეტევაში თამაშით.
მარტო კვეკვესავით მიიღე-მიეცი ნახევარმცველი არ გამოგვადგება.
Levani
20:03 01-07-2024
3
არ უნდა ჩაეთვალათ ის გოლი რათქმაუნდა, და რო არ ჩაეთვალათ ჩემი აზრით მაინც წავაგებდით
მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც სასწაული და გავმძრალიყავით.
თუმცა 36 ჯერ რომ დაგირტყავენ კარისკენ 4 ის წინააღდეგ. 13 ჯერ კარში ნულის წინააღდეგ.
პორტუგალიასთან მაგალითად თანაბარი გქვონდა პირველი ტაიმის მერე და მეორეშიც რაღაც სასწაული არ უქნიათ არ მოინდომეს.
ესპანეთთან კი სრულად გავნადგურდით ყველა კომპონენტში, 4 გოლ გაშვებული მეკარე საუკეთესო იყო.
ესეთ თამაშში გაძრომა იქნებოდა სასწაული და ყველანაირ კანონზომიერებას აცდენილი. რასაც არ მოაქვს ხოლმე კარგი შედეგი. იქნებოდა თავის მოტყუება რომ თითქოს რაღაც დონეზე ვართ.
ეხლაც იმდენ სისულელეს ლაპარაკობდნენ, თითქოს საქართველოსთვას შეხვედრა ყველაზე მეტად არ მოეწონა ესპანეთს, საფრანგეთს კი ნახევარი ძალით მოუგებდნენ მაგრამ აი საქართველოსთან, სრულად მოუწევდათ დახარჯვა და მაინც დიდი საფთხე ემუქრებოდათ,
ასეთი ბოდვები უნდა მორჩეს და დავუბრუნდეთ რეალობას.
რეალობა არის ის რომ ძალიან ბევრი კომპონენტია კიდე გასაუმჯობესებელი.
რასაც მივაღწიეთ ეგეც აღემატება ჩვენს დონეს, და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ შედეგეის გასამეორებლადაც კი. პროგრესი რომ გვაქვს ძალიან დიდი ესეც ფაქტია თუმცა თუ დავიჯერებთ რომ რაღაც დონეს მივაღწიეთ და ბევრ კომპონენტს არ გავაუმჯობებესებთ, წინ დიდი იმედგაცრუებები გველის.
M-33
19:15 01-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული