ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.
ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი