ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.

ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა საჭირო იყო ამდენი აჟიოტაჟი, მსვლელობები თითქოს ევროპა მოვიგეთ. ყველაფერი გადამეტებული ვიცით და გამაღიზიანებელია.
კოკო ჯამბო
23:58 02-07-2024
11
მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს.
მაგრამ მსვლელობა მერვედფინალში 1-4 წაგების მერე, ცოტა გადამეტებულია ჩემი აზრით
მეგრელი
00:21 03-07-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული