დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის
განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.

სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.

ერთი რამ ფაქტია - ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

მკითხველის კომენტარები / 49 /
მწვრთნელის დამსახურება უფრო დიდია ჩვენს წარმატებაში, ვიდრე ფეხბურთელების. ამ გუნდიდან ყავდა 5 ფეხბურთელი ძირითადში ვაისს მაკედონიასთან უშანსოდ რომ გამოვვარდით უფრო ერთა ლიგაში უფრო დაბალ დივიზიონში (D-ში ვერ მოიგო და სანიოლმა ც ჯგუფი მოიგო.). 13 ფეხბურთელი გვყავდა ამ გუნდიდან 2021 წელს საბერძნეთთან 0-2 რომ წავაგეთ და შეტევაში ჩაკვე, კვარა, მიქაუტაძე, ლობჟანიძე და დავითაშვილი იყვნენ. ცოტა ნორმალურ გუნდთან, სადაც ინდივიდუალური შესაძლებლობის ხარჯზე ვერაფერს ახერხებდნენ ჩვენი შემტვევები, გუნდი თამაშს აგებდა, იმიტომ რომ არანაირი ტაქტიკა არ არსებობდა. გუნდს არ ჰქონდა არანაირი ჟილკა, შემართება, არ იგრძნობოდა თავდადება და ზუსტად ამ ფეხბურთელებისგან ჩამოაყალიბა დაბალანსებული, ორგანიზებული მოტივირებული გუნდი, სწორი ტაქტიკა შეურჩია, რომლითაც თურქეთთანაც, ჩეხეთთანაც შეგვეძლო მოგება. მადლობა ვილის, რომელმაც ბევრი ყლის წნეხს გაუძლო, თავის პრინციპებს მიყვა და სასწაული მოახდინა. უყურეთ ანალიტიკურ გადაცემებს გინდა ინგლისურს, გინდა რუსულს და ნახავთ რა დონეზე ჰქონდა დახვეწილი ტაქტიკა გინდა ლუქსემბურგთან, გინდა საბერძნეთთან, თურქეთთან ან პორტუგალიასთან.
baloteli
04 ივლისი 2024 14:30
4
კი სანიოლის ბრალია რომ კიტეს შემცვლელი არ გვყავს რომ მაგ როლში არ მოსინჯა არაბიძე თუ ჯანომ შეძლო არაბაც შეძლო ფედერაციის ბრალი არის ის რომ მარადიშვილის პასპორტი დროზე ვერ გააკეთეს იმას კიტეს შეცვლაც შეუძლია და თუ საქმეს დაჭირდა ქოჩოროსაც ასევე ფედერაციის ბრალია რომ კარგი მარჯვენა მცველი თუ იქნა საჭირო რომ კაკაბა შეცვალოს არ ეძახიან გოგლიჩიძეს და ასევე დაკარგეს მაგარი მარცხენა მცველი ვახანია ( ერთმა დებილმა თქვა ის რუსიაო სახელი აქვს რუსულიო როდის მერე გახდს ილია რუსული სახელი )ამ ვახანიას შეუძლია მთელი ფლანგი დაკეტოს ართმევაში ძაან მაგარია და შეტევაში არც თუ ისე ნაკლები ბოდიში ჩვენ ბიჭებთან ( ისიც ჩვენია ვახანიაც იგეთი ქართველია როგორც დანარჩენი 4 მილიონი ) მაგრამ როგორც მცველი ბევრად სჯობს აზარასაც და შენგელიასაც …ძაან მაგარი მარცხენა მცველია ეგაა რომ უკვე ათამაშეს ღრუსეთის ნაკრებში მაგრამ მაინც შეიძლება წავართვათ რუსებს !!! რატომ უნდა ისარგებლოს რუსებმა ქართველი ფეხბურთელით როდესაც ჩვენც გვჭირდება ძაან მაგარი მარცხენა მცველი …!!!და ნუ დაიწყებთ ეხლა რუსეთში მისი დაბადება მისი ბრალი კი არ არის ან როგირც ჯორჯის საფრანგეთში ეგ არის ჩვენი მთავრობების ბრალი და რუსეთში რომ ფიზიკურად ძლიერად ზრდიან ბავშვებს ეგ ფაქტია ასე რომ ფედერაციამ გაანძრიოს თავი და ეძებოს ქართველები საზღვარგარეთ და ეს სამი ჩამოიყვანოს გოგლიჩიძე ვახანია და მარადიშვილი …არავისზე ნაკლები ქართველები ეგენი არ არიან ეს დაგვიმტკიცა საზონოვმა !!!
მდაა
04 ივლისი 2024 08:48
6
რა დაგვიმტკიცა საზონოვმა, რომ მარადიშვილი ჩვენზე ნაკლები ქართველი არ არის? საბას ვენაცვალე ჯიგარში, მაგრამ მარადიშვილი ცოცხალი თავით არ მოდიოდა ჩვენს ნაკრებში, მანამ რუსეთს დისკვალიფიკაცია არ აჰკიდეს. მაგ მანქურთს როგორ ადარებ საბას? გოგლიჩიძე და ვახანია არ ვიცი, მაგრამ მარადიშვილს ქართული მარტო გვარი აქვს და არ არის საქართველოს ნაკრების ღირსი
მერაბი
04 ივლისი 2024 21:25
0
მარადაშვილის კარგი თამაში სად ნახე?
გურულო
04 ივლისი 2024 17:30
0
რეფერენდუმი ჩავატაროთ,გადავწყვიტოთ უნდა ეს ამბავი და კონსტიტუციაში ავსახოთ,სანიოლი მწვრთნელად და ბუდუ კაპიტნად:)

ობიექტურად,სანიოლი უნდა წავიდეს,მარა საქმეც ეგ არის რო არ გაუშვებენ.ეიფორიაში არის ერი და ახლა მათთან რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს. თუმცა ეს ნაკრები ისევ ის არის,რაც იყო ადრე და ჩვენ ისევ პრობლემა გვექნება ყველასთან.თუ ვინმეს გონია რო გავალთ და საშუალო დონის გუნდებს უპრობლემოდ მოვუგებთ,მცდარი მოსაზრება იქნება. ჩვენი გამოსვლა ევროზე იყო მოულოდნელობის ეფექტის და დებიუტანტის პრაქტიკა,ყველას უჭირს იმ გუნდთან თამაში,რომლის სათამაშო დისციპლინაზე და მონახაზზე არაფერი იცი,არ იცი როგორ თამაშობენ დიდ ტურნირებზე. მარტო საქართველო არ არის ეგრე,ყველა დებიუტანტ გუნდს და თუნდაც ქვედა ლიგიდან ამოსულ გუნდთან თამაში რთული საქმეა. ამიტომაც სანიოლის მადლობა გადავუხადოთ და გავუშვათ,მოვიყვანოთ ისეთი მწვრთნელი,ვინც იცის როგორ ითამაშოს დაბალანსებული ფეხბურთი. არც უაზროდ შეტევები ვარგა სულ და არც ყრუ დაცვა,ბალანსია საჭირო. თუ აზრებაიჯანმა ფერნანდუ სანტუში დანიშნა,რატომ არ შეგვიძლია ვინმეს სახელიანის მოყვანა? თუ მე ვცდები და მართლა პროგრესი გვაქვს,შემთხვევითობა არ იყო ეს და ეს იყო კანონზომიერება,მაშინ უფრო უნდა შეიცვალოს მწვრთნელი. ახალი სისხლი და ახალი იდეებია საჭირო,რათა ფეხბურთელების განვითარებას ხელი არ შეეშალოს მწვრთნელის გამო. აგერ ინგლისს ეგ სჭირს,ფეხბურთელების კლასი მაღალია,თუმცა მწვრთნელი ვერ აყვა თავის გუნდს. 6 წლის წინ,ინგილისისთვის ზედ გამოჭრილი იყო თავბურთა ფეხბურთი,თუმცა ახლა ბურთის ფლობაზე და ტოტალურ უპირატესობაზე უნდა იყოს საუბარი,მარა რათ გინდა,საუტგეიტი ისევ იმას აწვება. დეკლან რაისი გყავს და რატომ უნდა დაუყენო ვინმე გვერდზე? ეგ და როდრი იმ ტიპის ფეხბურთელები არიან რო მთელი ხაზის კონტროლი შეუძლიათ და იქ ვინმეს ყოფნა არის დიდი დისკომფორტი. ამიტომ ინგლისმა ორმაგი 6 ნომრით კი არა,ორმაგი 10 უნდა ითამაშოს. თან რო ყავთ ასეთები და მაინც აწყვალებენ ფეხბურთელებს. აი,მსგავს შედეგს მივიღებთ,თუ მართლა ფიქრობთ და ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს და კიდევ მოუმატებს.
იასონას უდარი
04 ივლისი 2024 06:11
4
სანიოლის ბრალი ყოფილა კიტეიშვილს რო სულ ტრავმა აქვს და შემცვლელი მექვაბიშვილია და ისიც რომ არ გყავს და ალთუნაშვილის დაყენება გიწევს როდრის წინააღმდეგ.
ესაა ჩვენი "ოქროს თაობა".
არ დაგავიწყდეთ ცოტა ხნის წინ სახლში ლუქსემბურგი მოგვიგებდა თუ არა იმაზე ვნერვიულობდით და ახლა ესპანეთთან სანამ 11 კაცი გყავდა იგებდი ევროს მერვედფინალს.
მერე თურქეთი გადაგირჩა,პორტუგალიას მოუგე და რო შეგხვედროდა რომელიმე რუმინეთ-ავსტრია-სლოვაკეთი მეოთხედფინალში გავიდოდი სავარაუდოდ.
და ეს ხდება იმ გუნდით რომელიც ბურთს ვერ ართმევდა ნორვეგიას და შოტლანდიას.
მერე ნეიტრალური გულშემატკივარი(ემიგრანტი ვარ და ვიცი)
ყველა სიმპათიით ლაპარაკობს საქართველოზე.
ესეიგი ამ კაცმა რაღაც სისტემას მიაგნო რაშიც არის ხარისხი-გუნდური მოქმედება,ვინ სად ადის-ჩამოდის.
ახლა ამის მოშლა არ შეიძლება,თუნდაც ამაზე ძლიერი იყოს სხვა.
ამ სისტემას უნდა გავყვეთ და ჩვენი შანსი მსოფლიოზე ვეძებოთ.
ახლა ახალი მწვრთნელის მოყვანა არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს,სანამ ის თავიდან გაიცნობს დეტალებს და შეისწავლის შეგვრჩება მსოფლიოს შესარჩევი ევრო2028 შესარჩევისთვის მოსამზადებლად.
ამ ბიჭებს კიდე მსოფლიოზე უნდა გასვლა და შეუძლიათ კიდეც.
და დააკვირდით-უმეტესობა 25-26 წლის ქვემოთაა.ისინი ვისზეც იმედებს ვამყარებთ არიან 22-23-24 წლის და ჯერ კიდევ აქვთ მომატების რესურსი.
+ის აკადემიები იმედია ამათზე არ გაჩერდნენ და ისევ მოგვაწოდებენ 1-2 ხვიჩა-ჩაკვეს.
ვილი უნდა დარჩეს და მსოფლიოზე უნდა ვითამაშოთ.ერთა ლიგის B დივიზიონს ალბათ ვერ მოვიგებთ და თავი არ უნდა შევაკლათ,თუ არ გავვარდით კარგია რეიტინგისთვის,ან A დივიზიონში ასვლა ხო საერთოდ მაგარი.ეგ ნიშნავს რო ტოპებში მოხვდნენ ბიჭები.
მერე მართლა ხორვატიასავით სულ გავალთ ფინალურზე.
ასეა ბაბუ,ყველაფერი შრომით მოდის.
თვით დე ლა ფუენტემაც ხო ეგ თქვა-ჩვენი დონისთვის ბევრი ვიმუშავეთო.
დანარჩენი ფეხბურთია,საინჟინრო საქმე არ არის,თამაშია და ასე სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ.
Levani
04 ივლისი 2024 02:09
5
პირდაპირ აქედან დავიწყებ ვინც იძახის უნდა წავიდესო ან რაიმე მსგავს ამ აზრთან მიახლოებულს მაინც იძახიის ფეხბურთის გარტყმაში არ არიან საერთოდ, კაი თამაშების ყურება რო უყვართ მარტო, აი ის ტიპები მე მარტო ფინალს ვუყურებ ძმაა ან ისენი ვინც იგებს და იმ მომენტში რომ იმის მხარეს არიან, ვფიქრობ რომ ასეთი მცოდნე ხალხი გამოდის და აზრებს ისვრის, ჯერ ბიჭო რას უწუნებთ და ვის უწუნებთ ორი დღის წინ დამთავრდა ევროპის მერვედ ფინალი სადაც შენმა ქვეყანამ ითამაშა არსებობობის ისტორიაში პირველად და ეგრევე პირდაპირი კითხვა მიჩნდება ნამუსი გააქვთ საერთოდ ბიჭოო?? რა თამაშის სტილებს იწუნებთ და ტაქტიკებს განიხილავთ ან ჯგუფებს მაინც ჩახედე რა გუნდები ჩარჩნენ საერთოდ ჯგუფებში და სად გააღწიე შეენ და ამის მერე უნდა წავიდეს სხვა ვეძებოთ უკნიდან ვთამაშობთ ის არ მოგვწონს ეს არ მოგვწონს ამას ფეხბურთის მცოდნესთან ვერ იტყვით და ვერც ხალხში იტყვით იგივეს, მარაზმია რა უკვე მუდამ უკმაყოფილო და მუდამ უმადური იყო ადამიანი კარგი რა ბოლო ბოლო რა ყელში ამოყვანეთ მადლობათქვი და ჩეკეტე რა! ამ კაცმაა აწყო ეს გუნდი და ამ კაცმა მოახდინა ის რაც მოახდინა უკრაინაც აქედან გავიდა და საბერძნეთსაც აქედან უნდოდა გასლა და რავიცი ვის არ უნდოდა და ვინ არ იოცნება რო ჩვენს ადგილას ყოფილიყვნენ უბრალოდ ამხელა სიძულვილი ღვარძლი და ბოღმა საიდან გროვდება რომ მადლიერების გრძნობა გაქვთ დაკარგული, და რატომ უნდა დარჩეს???? იმიტომ რომ გუნდს თავის მწვრთნელთან ერთად გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს მორალურად გაიზარდნენ იდეალური ატმოსფერო თავდაჯერება და ნდობაა ერმანეთის მიმართ მერე სანიოლმა უკვე იცის ბიჭების მენტალიტეტი ავტორიტეტია გუნდში მისი სჯერათ რაც მთავარია ეიმედებათ მისი რომ კიდევ დიდი წარმატებისკენ წაიყვანს
გუნდს, თავისი ფილოსოფია და ფსიქოლოგია დანერგა რამაც შედეგი გამოღო გუნდი გაზარდა ჩამოაყალიბა და დააკომლექტა თავისი ხედვები ზუსტად მოარგო ჩვენს დონეს. უკვე აქედანვე უმიზნებენ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს იმხელა თავდაჯერება და ატმოსფერო შეიქმნა გუნდში, ასევე მოხდება დაცვის ხაზში ცვლილებები და ცენტრშიც რაც თავად სანიოლმაც იცის და უკვე სავარაუდო შემცვლელებიც იცის და პოტენციურ ახალწვეულებზეც აქვს ინფორმაცია ანუ შიდა სამზარეულოში გარკვეულია უკვე იდეალურად! გამოდის რომ გადახალისება და დაკომპლექტება ისევ სანიოლმა უნდა მოახდინოს, სანიოლის მაგივრად სულ რომ გვარდიოლა ან იგივე ანჩელოტიც რომ მოიყვანონ აბსურდია მსოფლიოზე გასვლა აბსურდი რატოომ?? სანამ ახალი მწვრთნელი გაეცნობა ჩვენს მენტალიტეს ხასიათს ჩემპიონატს ფეხბურთელების დონეს და მათზე დაკვირვებას მოახდენს ახალი სათამაშო სქემის ტაქტიკის ხედვების გადმოტანას ამაში იმხელა დრო გავარდება მსოფლიოზე გასვლა ათასი პროცენტით გაგვემაზება. ნეტა დარჩებოდეს ნეტააა და ხელფასის ზრდაზე ხო ულაპარაკოდ, უ ლა პარაკოდ 2კ მინიმუმ ეკუთვნის!! ხოო ევროში
T.q
04 ივლისი 2024 00:38
5
კარგი პოსტია!დავამატებ,რომ სანიოლი,გუნდთან ერთად,თვითონაც სწავლობს და იზრდება.
სოსო
04 ივლისი 2024 23:28
0
Iseti shemtxvevaa azri gaorebulimaq erta ligis mere jobs am temaas mivibrundet pirvel or turshi gamochdeba
Yt
04 ივლისი 2024 00:28
0
წავიდეს არ წავიდეს აქ რა შუაშია? ეს მასზეა დამოკიდებული, თუ უკეთესი შემოთავაზება მიიღო ფინანსური, წავა რატომაც არა. აბა ჩვენი ფედერაცია გაუზრდის ხელფასს?
დავით 67
03 ივლისი 2024 23:59
0
ამას, როგორც ჩანს, ჩვენ არავინ გვეკითხება და ტყუილად განვიხილავთ ამ საკითხს. კიდევ 3 წელი ვიქნებიო, სანიოლმა. გაუფორმეს ალბათ უკვე ახალი კონტრაქტი...
გია
03 ივლისი 2024 23:48
2
მოდი მე ლეგენდარულ კარლო ანჩელოტის დავესესხები: კარგი მწვრთნელის მოვალეობა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაშში ხელი არ შეუშალოს.

მე ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ასეთი მწვრთნელი არ გვყოლია და არც სანიოლია გამონაკლისი, ასე, რომ ალბათ ჯობია ძიება გავაგრძელოთ. თუმცა საკმაოდ დიდი შანსი არის, რომ უარესი შედეგი მივიღოთ
სიმენონი
03 ივლისი 2024 23:41
0
მგონია რომ შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია.სანიოლი იყო გარეყილი და აბსოლუტურად უპერსპექტივო ყოფილი მწვრთნელი. შანსი, რომელიც მისცა კობიაშვილმა ( დარწმუნებული ვარ რომ მისი იდეა იყო) მან გამოიყენა.ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი შანსი იყო ნულის ტოლი.კარგია, რომ ფიფამ ჩვენი დონის გუნდებისათვის მოიგონა ერთა ლიგა. რაც შეეხება ხელფასს, დიდი ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ 10 000 (თვიურად) ევროს იღებს, მაგრამ ოფიციალურად მასეა და ჯერჯერობით არავითარი სხვა ინფორმაციამ არ გაჟონა.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მიუხედავად ისტორიული შედეგისა, თვითონ თამაშის ყურება იყო საშინელი.ოთხ თამაშში ათიოდე შეტევა, მეორე ტაიმში ქანცგამოცლილი ფეხბურთელები, არავითარი ტაქტიკა გარდა- ყველა დაცვაში ( სხვათაშორის ასეთი ტაქტიკის გამო ვაკრიტიკებდით ქეცბაიას, ოღონდ მაშინ გუნდა არ ჰყავდა არც მიქაუტაძე,არც კვარაცხელია და არც ქოჩორა მანარდაშვილთან ერთად.
პრობლემა ისევ და ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელების არასწორ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაშია, ხოლო მიზეზი ისევ იგივეა- ბავშვთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში მწვრთნელების დაბალი დონე და გაუნათლებლობა.
Walter White
03 ივლისი 2024 23:28
7
თუ ნაკრების ფეხბურთელი ფიზიკურად ცუდად არის მომზადებული, ეს ყველაზე ნაკლებადაა სანიოლის ბრალი. თუ მამარდაშვილი, რომელიც ბრწყინავდა ევროზეც და მთელი სეზონის განმავლობაში, ქოჩორა, რომელიც ბრდღვნივდა და კაფავდა, მიქაუტაძე და კვარა, რომლებიც კარგად გამოიყურებოდნენ, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი საკუთარ თავზე სერიოზულად მუშაობენ. სულაც რომ კლოპი და გვარდიოლა ჩამოიყვანო, თუ ფეხბურთელი სუსტია, შედეგს ვერ დადებენ. არადა, არჩევანიც მწირია. ხომ ვნახეთ, რა დონეზეა მომზადებული ფიზიკურად სხვა გუნდები, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და სხვები. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
გულშემატკივარი
03 ივლისი 2024 23:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული