ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის
განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.
სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.
ერთი რამ ფაქტია - ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.
ობიექტურად,სანიოლი უნდა წავიდეს,მარა საქმეც ეგ არის რო არ გაუშვებენ.ეიფორიაში არის ერი და ახლა მათთან რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს. თუმცა ეს ნაკრები ისევ ის არის,რაც იყო ადრე და ჩვენ ისევ პრობლემა გვექნება ყველასთან.თუ ვინმეს გონია რო გავალთ და საშუალო დონის გუნდებს უპრობლემოდ მოვუგებთ,მცდარი მოსაზრება იქნება. ჩვენი გამოსვლა ევროზე იყო მოულოდნელობის ეფექტის და დებიუტანტის პრაქტიკა,ყველას უჭირს იმ გუნდთან თამაში,რომლის სათამაშო დისციპლინაზე და მონახაზზე არაფერი იცი,არ იცი როგორ თამაშობენ დიდ ტურნირებზე. მარტო საქართველო არ არის ეგრე,ყველა დებიუტანტ გუნდს და თუნდაც ქვედა ლიგიდან ამოსულ გუნდთან თამაში რთული საქმეა. ამიტომაც სანიოლის მადლობა გადავუხადოთ და გავუშვათ,მოვიყვანოთ ისეთი მწვრთნელი,ვინც იცის როგორ ითამაშოს დაბალანსებული ფეხბურთი. არც უაზროდ შეტევები ვარგა სულ და არც ყრუ დაცვა,ბალანსია საჭირო. თუ აზრებაიჯანმა ფერნანდუ სანტუში დანიშნა,რატომ არ შეგვიძლია ვინმეს სახელიანის მოყვანა? თუ მე ვცდები და მართლა პროგრესი გვაქვს,შემთხვევითობა არ იყო ეს და ეს იყო კანონზომიერება,მაშინ უფრო უნდა შეიცვალოს მწვრთნელი. ახალი სისხლი და ახალი იდეებია საჭირო,რათა ფეხბურთელების განვითარებას ხელი არ შეეშალოს მწვრთნელის გამო. აგერ ინგლისს ეგ სჭირს,ფეხბურთელების კლასი მაღალია,თუმცა მწვრთნელი ვერ აყვა თავის გუნდს. 6 წლის წინ,ინგილისისთვის ზედ გამოჭრილი იყო თავბურთა ფეხბურთი,თუმცა ახლა ბურთის ფლობაზე და ტოტალურ უპირატესობაზე უნდა იყოს საუბარი,მარა რათ გინდა,საუტგეიტი ისევ იმას აწვება. დეკლან რაისი გყავს და რატომ უნდა დაუყენო ვინმე გვერდზე? ეგ და როდრი იმ ტიპის ფეხბურთელები არიან რო მთელი ხაზის კონტროლი შეუძლიათ და იქ ვინმეს ყოფნა არის დიდი დისკომფორტი. ამიტომ ინგლისმა ორმაგი 6 ნომრით კი არა,ორმაგი 10 უნდა ითამაშოს. თან რო ყავთ ასეთები და მაინც აწყვალებენ ფეხბურთელებს. აი,მსგავს შედეგს მივიღებთ,თუ მართლა ფიქრობთ და ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს და კიდევ მოუმატებს.
ესაა ჩვენი "ოქროს თაობა".
არ დაგავიწყდეთ ცოტა ხნის წინ სახლში ლუქსემბურგი მოგვიგებდა თუ არა იმაზე ვნერვიულობდით და ახლა ესპანეთთან სანამ 11 კაცი გყავდა იგებდი ევროს მერვედფინალს.
მერე თურქეთი გადაგირჩა,პორტუგალიას მოუგე და რო შეგხვედროდა რომელიმე რუმინეთ-ავსტრია-სლოვაკეთი მეოთხედფინალში გავიდოდი სავარაუდოდ.
და ეს ხდება იმ გუნდით რომელიც ბურთს ვერ ართმევდა ნორვეგიას და შოტლანდიას.
მერე ნეიტრალური გულშემატკივარი(ემიგრანტი ვარ და ვიცი)
ყველა სიმპათიით ლაპარაკობს საქართველოზე.
ესეიგი ამ კაცმა რაღაც სისტემას მიაგნო რაშიც არის ხარისხი-გუნდური მოქმედება,ვინ სად ადის-ჩამოდის.
ახლა ამის მოშლა არ შეიძლება,თუნდაც ამაზე ძლიერი იყოს სხვა.
ამ სისტემას უნდა გავყვეთ და ჩვენი შანსი მსოფლიოზე ვეძებოთ.
ახლა ახალი მწვრთნელის მოყვანა არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს,სანამ ის თავიდან გაიცნობს დეტალებს და შეისწავლის შეგვრჩება მსოფლიოს შესარჩევი ევრო2028 შესარჩევისთვის მოსამზადებლად.
ამ ბიჭებს კიდე მსოფლიოზე უნდა გასვლა და შეუძლიათ კიდეც.
და დააკვირდით-უმეტესობა 25-26 წლის ქვემოთაა.ისინი ვისზეც იმედებს ვამყარებთ არიან 22-23-24 წლის და ჯერ კიდევ აქვთ მომატების რესურსი.
+ის აკადემიები იმედია ამათზე არ გაჩერდნენ და ისევ მოგვაწოდებენ 1-2 ხვიჩა-ჩაკვეს.
ვილი უნდა დარჩეს და მსოფლიოზე უნდა ვითამაშოთ.ერთა ლიგის B დივიზიონს ალბათ ვერ მოვიგებთ და თავი არ უნდა შევაკლათ,თუ არ გავვარდით კარგია რეიტინგისთვის,ან A დივიზიონში ასვლა ხო საერთოდ მაგარი.ეგ ნიშნავს რო ტოპებში მოხვდნენ ბიჭები.
მერე მართლა ხორვატიასავით სულ გავალთ ფინალურზე.
ასეა ბაბუ,ყველაფერი შრომით მოდის.
თვით დე ლა ფუენტემაც ხო ეგ თქვა-ჩვენი დონისთვის ბევრი ვიმუშავეთო.
დანარჩენი ფეხბურთია,საინჟინრო საქმე არ არის,თამაშია და ასე სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ.
გუნდს, თავისი ფილოსოფია და ფსიქოლოგია დანერგა რამაც შედეგი გამოღო გუნდი გაზარდა ჩამოაყალიბა და დააკომლექტა თავისი ხედვები ზუსტად მოარგო ჩვენს დონეს. უკვე აქედანვე უმიზნებენ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს იმხელა თავდაჯერება და ატმოსფერო შეიქმნა გუნდში, ასევე მოხდება დაცვის ხაზში ცვლილებები და ცენტრშიც რაც თავად სანიოლმაც იცის და უკვე სავარაუდო შემცვლელებიც იცის და პოტენციურ ახალწვეულებზეც აქვს ინფორმაცია ანუ შიდა სამზარეულოში გარკვეულია უკვე იდეალურად! გამოდის რომ გადახალისება და დაკომპლექტება ისევ სანიოლმა უნდა მოახდინოს, სანიოლის მაგივრად სულ რომ გვარდიოლა ან იგივე ანჩელოტიც რომ მოიყვანონ აბსურდია მსოფლიოზე გასვლა აბსურდი რატოომ?? სანამ ახალი მწვრთნელი გაეცნობა ჩვენს მენტალიტეს ხასიათს ჩემპიონატს ფეხბურთელების დონეს და მათზე დაკვირვებას მოახდენს ახალი სათამაშო სქემის ტაქტიკის ხედვების გადმოტანას ამაში იმხელა დრო გავარდება მსოფლიოზე გასვლა ათასი პროცენტით გაგვემაზება. ნეტა დარჩებოდეს ნეტააა და ხელფასის ზრდაზე ხო ულაპარაკოდ, უ ლა პარაკოდ 2კ მინიმუმ ეკუთვნის!! ხოო ევროში
მე ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ასეთი მწვრთნელი არ გვყოლია და არც სანიოლია გამონაკლისი, ასე, რომ ალბათ ჯობია ძიება გავაგრძელოთ. თუმცა საკმაოდ დიდი შანსი არის, რომ უარესი შედეგი მივიღოთ
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მიუხედავად ისტორიული შედეგისა, თვითონ თამაშის ყურება იყო საშინელი.ოთხ თამაშში ათიოდე შეტევა, მეორე ტაიმში ქანცგამოცლილი ფეხბურთელები, არავითარი ტაქტიკა გარდა- ყველა დაცვაში ( სხვათაშორის ასეთი ტაქტიკის გამო ვაკრიტიკებდით ქეცბაიას, ოღონდ მაშინ გუნდა არ ჰყავდა არც მიქაუტაძე,არც კვარაცხელია და არც ქოჩორა მანარდაშვილთან ერთად.
პრობლემა ისევ და ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელების არასწორ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაშია, ხოლო მიზეზი ისევ იგივეა- ბავშვთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში მწვრთნელების დაბალი დონე და გაუნათლებლობა.