საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნავად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია
ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“.

nakrebi.ge

altარშავინმა ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" წარმატების მიზეზი განმარტა

alt"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

altსაქართველოს შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია - რა აქვს დასამტკიცებელი სანიოლს და ველოდოთ სიახლეებს...

მკითხველის კომენტარები / 71 /
გიჟო ნაცებო! ტყვილად რო გალანძღეთ დიმა ობოლაძე და რა აღარ აკადრეთ, ხო დამტკიცდა, რო ეს ყველაფერი ნაც ჟირნალისტების მიერ, აგორებული ფეიკი იყო?
გიგა
22:00 05-07-2024
2
ერთი ნაცების კარგი გაკეთებული საქმე მანახა, ასე რო აკროტიკებენ სხვებს? რაც უფრო გალანძღავთ ოცნებას და მის ლიდერს, უფრო მეტ ხმას მიიღებს ოცნება არჩევნებზე, ეს დაუწერელი კანონია! ასე მოხდა ზვიადის დროსაც, ირაკლი წერეთელმა რომ, იტყვიან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა ზვიადი, ირაკლის ეგონა ამით ხმებს დავაკარგინებო ზვიადის, მაგრამ მოხდა სასწაული, რაც უნდა მიეღო ზვიადის არჩევნებზე ხმები ,ათჯერ მეტი ხმა მიიღო ერისგან! ასე მოუვა ნაცებსაც!
ნაცებო, გაითცალისწინეთ!
19:43 05-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული