ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

AutoSharing Option
მეორე მატჩი

იქ, შორს...

გერმანიაში რაც განსაკუთრებით მოგეწონება, სატრანსპორტო სისტემაა. სწრაფი და კომფორტული მატარებლებით დანიშნულების ადგილამდე მარტივად მიაღწევ. უეფამ მაინც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და რურის მხარეში კონცენტრირებულმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურში შორს, ჰამბურგში ითამაშა. სხვათა შორის, ჩვენი ბიჭებიც თამაშზე მატარებლით გაემგზავრნენ...

თუკი დორტმუნდში და თურქების წინააღმდეგ ასე არ იყო, ახლა განცდა დარჩა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩეხებზე გაცილებით მეტნი ვართ. სტადიონთან მისასვლელი სიმწვანეში ჩაფლული საკმაოდ ფართო გზა თეთრ-წითელშია გაფერადებული...

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ გაორებული გრძნობებია. ისტორიული ქულა მისალოცია, ჯგუფიდან გასვლის შანსიც რჩება, მაგრამ
იყო მოგების შესაძლებლობაც. ორ თამაშში მეტი გვსურდა და შეგვეძლო, ვიდრე ერთი ქულაა. იქ, სადღაც შორს, გულის ნისლეულში მაინც მკაფიოდ ვხედავდით უკვე უმოტივაციო პორტუგალიის დამარცხებისა და ჯგუფიდან გასვლის გზებს!..

მიქს-ზონაში ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც საკუთარ და ნაკრების ძალებში დარწმუნებულია - გამარჯვება ყველასთან შეგვიძლია!..

Sportall.Ge

"შალკეს" სტადიონზე ყველაზე მეტად...

საქართველოს ნაკრებმა 4 არენაზე ითამაშა. ყველაზე საფეხბურთო გარემო, სკამების იმგვარად განთავსება, რომ მაქსიმალურად ჩანდეს ის, რაც მინდორზე ხდება, სხვებზე მეტად "შალკეს" სტადიონზე შეიგრძნობოდა. ერთ დროს "აუფ შალკე" და ახლა "ფელტინს არენა" გადახურულია და მასზე თამაში ზამთარშიც მოსახერხებელია. ახლა რა პრობლემაც იდგა, ცოტათი ჟანგბადის დეფიციტი იგრძნობოდა, თანაც, ამ დღეს ძალიან ცხელოდა.

გელზენკირხენი ნაცრისფერი ქალაქია, აქ განსაკუთრებულს ბევრს ვერაფერს ნახავ. სამრეწველო დასახლებაშიც, ისევე, როგორც სხვაგან, მეტროსა და ტრამვაის აწყობილი სისტემაა. სტადიონზე ნებისმიერი ადგილიდან სწრაფად მიდიხარ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია გამოცხადდა. ხვიჩა ნამდვილი ლიდერი და დიდი ფეხბურთელია, რომელსაც თავდაჯერება არ აკლია, შეუძლია რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვასაც ზუსტად ის პასუხი გასცეს, რაც საჭიროა; ამავდროულად კი, მასში კვლავ ცოცხლობს გულწრფელი ბავშვი, რომელმაც თქვას, რომ იმედია, რონალდოს მაისური მისკენ წამოვა...

წინასწარმეტყველური ნიჭის გარეშეც იგრძნობოდა, "კვარას" პორტუგალიის კარი უნდა დაელაშქრა და ეს ძალიან სწრაფადვე მოხდა. გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა მაღალი კლასი აქვს. კვარაცხელიამაც ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოძრავა და სად მიიღებდა ბურთს... დავიჯერეთ, დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და ბოლომდეც მივიყვანეთ ეს რწმენა, წინ მერვედფინალია!..

Sportall.Ge

კიოლნი

მერვედფინალი კიოლნში ჩავატარეთ. ეს ქალაქი მანამდეც დავათვალიერეთ. კიოლნის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტურული მონუმენტია. კიოლნში ტურისტების ინტერესს შოკოლადის მუზეუმიც იმსახურებს. აღსანიშნავია ადგილობრივი, ისტორიული საფეხბურთო კლუბის მრავალფეროვანი მუზეუმი. ეს პრაქტიკაც როგორ გვჭირდება...

კიოლნის ფან-ზონაც განსაკუთრებულად აქტიური იყო, როგორც გასართობთა მრავალფეროვნებით, ასევე გულშემატკივართა აქტიურობით.

მერვედფინალში კვლავ საქართველოს ჰიმნის მოსმენა უდიდესი ჟრუანტელის მომგვრელი იყო - ყველა ოცნება ასრულებულია, იმან, რაზეც ბავშვობიდან ბევრი გვიფიქრია, ჩვენ თვალწინ ჩაიარა.

როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

უეფას დახმარებით, შიდა მოძრაობები თავისუფალი გვქონდა, რამაც საშუალება მოგვცა, სხვადასხვა ქალაქი დაგვეთვალიერებინა.

ჩვენ იდეალურისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, სადაც სპორტულ ჟურნალისტებს შესაბამისი პირობები ექნებათ და საქმისთვის პირადი თანხების დახარჯვა არ დასჭირდებათ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ახლა ასე არაა?! ამიტომაც უმნიშვნელოვანესი იყო ის დახმარება, რაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გაგვიწია. საქართველოს ნაკრების გვჯეროდა და პლეი-ოფსაც ველოდით, თუმცა სწორედ ფინანსური და სხვადასხვა მოტივით იყო, ჟურნალისტთა დიდ ნაწილს უკან გამოსაფრენი ბილეთი რომ ჰქონდა, მისი დაბრუნება სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული და მართალია,  გამარჯვებულებს, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მოუწიათ. რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც გერმანიაში ზემოხსენებული პარტნიორობის ფარგლებში ვიყავით, აქ ყოფნა საკუთარი ხარჯებით განვაგრძეთ, მეოთხედფინალში გავსულიყავით, მთავარი საფიქრალი ახლა ეს იყო.

ისევ დავბრუნდებით!..

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

მკითხველის კომენტარები / 13 /
კაი ჩემო ძმაო, ჩარტერში ჟურნალისტების ჩასხდომა ყოფილა საბჭოთა გადმონაშთი და დის დაქალების არა. კაია ასეთი ევროპა
მდაას
01:03 09-07-2024
2
ტატოს არ უთქვამს რად გვინდა ახალი სტადიონი თბილისშიო, არამედ თქვა ხომ არ ჯობია რეგიონებში გავაკეთოდ მაგ ფულით სტადიონები, იკითხა უბრალოდ, ტრადიციებით ერთერთი უდიდესი საფეხბურთო რაიონს, ლანჩხუთს, რომლის ერთ დროს შესანიშნავი სტადიონი ყველას ანცვიფრებდა, დღეს რომ საშინელ დღეშია იმას ხომ არ მივხედოთო? თუ არ ვეთანხმებით კი ბატონო გაკეთეს თბილისში.
მდაას
23:08 08-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული