ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე თვე ეპატიჟებოდნენ. რადგან სფფ-სთან კონტრაქტითაა დაკავშირებული, მოცდა ამჯობინეს, დროებით დამრიგებელად ჯონ ო’ში დანიშნეს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოდინით დაიღალნენ და იმედიც გადაეწურათ.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია საიტით იტყობინება, რომ ნაკრები 57 წლის ისლანდიელ ჰეიმირ ჰადლგრიმსონს ჩააბარეს, რომელიც გუნდს ერთა ლიგისთვის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს.

ჰადლგრიმსონი 2016-2018 წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისტორიაში ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა (18). 2016 წელს ევროპირველობაზე ინგლისს სძლიეს და
მეოთხედფინალში გავიდნენ, 2018 წელს კი პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.
2018-2021 წლებში ის კატარის „ალ არაბის“ წვრთნიდა, ხოლო 2022-2024 წლებში - იამაიკის ნაკრებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
Ამ ევროზე ყველაზე მეტი ბურთი ჩვენ გავუშვით და თურქეთმა. Ყველაზე მეტჯერ ჩვენ დაგვირტყეს. Რომ ამაყობთ მამარდას ყველაზე მეტი სეივი აქვსო, განა ეს საამაყოა? Ეს იმას ნიშნავს რომ დაცვა და ნახევარდაცვა ფაქტიურად არ გვყავს ხუთმცველიან ტაქტიკაში რომ ყველაზე მეტ ბურთს უშვებს რაზეა საერთოდ საუბარი? Ჩვენი კალიბრისაა სლოვენია, მაგრამ მათი თამაში პორტუგალიასთან ცალკარა არ ყოფილა.ეიფორიაში ვართ, მარტო მამარდა, კვარა და მიქაუტაძე არაა ქართული ფეხბურთი. Შეხედეთ ჩვენ კლუბებს, მორნარ ბარებთან უშანსოდ აგებენ. Ანომალიაა საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლა, მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი რიგზეა ქართულ ფეხბურთში. Პირიქით კატასტროფაა საკლუბო ფეხბურთი.ასაკობრივებმაც კატასტროფულად ჩაატარეს ელიტ რაუნდები.ვინმეს ახსოვს რომ მარტში დანიასთან 17წლამდელებმა შინ 0-7 წააგეს?
Master
23:48 11-07-2024
6
სანიოლი ჩვენ გვჭირდება! ყველა თამაშში გოლი გავიტანეთ, ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი ესე იგი სწორ გზაზე ვართ ...მივხედოთ ასაკობრივ გუნდებში რომ ბევრი ტალანტი გამოჩნედეს 4 წელი საკმაოდ დიდი დროა ამისთვის
ჟორა
19:09 11-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული