"აქ სტუმართმოყვარეობისა და ფეარ-პლეის შესახებ არაფერი იციან... თბილისში ასეთი პირობები გვქონდა..." - "მონრარის" მწვრთნელი საქართველოდან ძალიან გაბრაზებული წავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თბილისის "დინამო" ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს "მონრართან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დაწყებამდე მონტენეგროული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზორან დურაშკოვიჩი ადგილობრივ Vijesti-ს ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში უპატივცემულოდ მოექცნენ.

"პროვოკაცია და მუქარები, ეს იყო ჩვენ მიმართ დამოკიდებულება იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში დარჩენა მოგვიწია. 2 დახურული საწვრთნელი სესიის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ 40 წუთით ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მოედანი ეგრძნოთ.

როდესაც სტადიონზე მივედით, ტაბლოზე "დინამოს" სასარგებლოდ უკვე 2:0 ეწერა.
ყვირილი და მუქარა არ წყდებოდა. ასეთ პირობებში მომზადება არ შეგვეძლო. ჩვენ "დინამოს" პოდგორიცაში პატივისცემით დავხვდით, თუმცა აქ ფეარ-პლეის და სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

alt"დედა მო***ნით "დინამოს", დაანგრიეთ გუნდი და კიდევ აქეთ იჯგიმებით" - "მონრართან" შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

alt"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
რა არის სიმართლე,არ ვიცი,მაგრამ რასაც ეგ კაცი ამტკიცებს,არა მგონია სიმართლე იყოს.საქართველოს გუნდებზე,მსგავსი საჩივარი,ვინმეს ჰქონია?ესენი პირველად გამოდიან მსგავს ტურნირზე და აქეთ ასწავლიან,როგორ უნდა მოიქცნენ?დინამოს მსაჯების მოსყიდვა რომ დააბრალეს,მსაჯისათვის ჰონორარის ხელიდან ხელში გადახდის გამო,ალბათ ბევრს ახსოვს.ჰოდა მსგავსი ამბავი მგონია.მაშინ არც დინამომ იცოდა,თუმცა არც ბანკები იყო,მაშინ,რომ ფული ბანკით გადაერიცხათ.გუნდებს განსაზღვრული დრო აქვთ სავარჯიშოდ და ვფიქრობ მაგას არ მიაქციეს ყურადღება.არ იციან და რა ქნან?ისეთი გვარი აქვს,არ შემიძლია მისი საქციელი,სლავურად არ შევაფასო.დურაშკოვიჩ,დურაკა ვალიაეტ.თუ გაბრაზდა,ცივი წყალი დალიოს,მოედანზე მათი საქციელი,ამაზრზენი იყო,მსაჯი კი,მხოლოდ ცალი თვალით უყურებდა თამაშს და ყველაფერის ნებას აძლევდა.საქართველოს ლანძღვა,დღეს მოდაშია და მაგათაც თავის ჭკუით,მხარი აუბეს,მოდას.დინამოს თამაშზე რა უნდა ვთქვა,თქვენც ხედავთ,თუმცა ფიფიას არა ერთხელ აქვს ნათქვამი,მისი შენახვის ფინანსები არა მაქვს და მსურველი თუ გამოჩნდება,გუნდს გადავცემ და მხოლოდ აკადემიას დავიტოვებო.როგორც არ უნდა ვბრაზობდეთ,სიმართლე ის არის,რომ დინამო,არავის უნდა და მასაც როგორც შეუძლია,ისე ინარჩუნებს მის ფიზიკურ არსებობას.ვფიქრობ გუნდის ფეხზე წამოდგომის გზა,მისი შემადგენლობის და მწვრთნელთა შემადგენლობის სტაბილიზაციაა.ყოველ ნახევარ წელიწადში გუნდის შემადგენლობის და მწვრთნელთა თითქმის მთლიანი ცვლა,ნებისმიერ გუნდს დაანგრევს.მწვრთნელს დრო უნდა რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ფეხზე მყარად დააყენოს და მათი საშუალებით,ჯერ გუნდს მიაღწევინოს რაღაცა მინიმალური შედეგი,მერე კი მისი გაყიდვით მიღებული თანხა,გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად გამოიყენოს.ნახევარ,ან თუნდაც ერთ წელიწადში,ეს შეუძლებელია.მწვრთნელს საამისოდ დრო სჭირდება,ისევე,როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს.ლანძღვა გინება კი არა,გონივრული გეგმის შედგენა და მერე მისი განხორციელებაა საჭირო.შარშან,ვერც ერთმა გუნდმა,მთელი სეზონის განმავლობაში ვერ შესძლო,ერთი მწვრთნელის შენარჩუნება და სწორედ ამიტომაა,ასე კატასტროფულ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა,ჩვენი საკლუბო ფეხბურთი.შემადგენლობის სტაბილიზაციაა,პირველი ნაბიჯი,ვარდნის შესაჩერებლად,მერე კი,ნელ ნელა,მდგომარეობის გამოსწორებაც დაიწყება.
სოსო
02:09 20-07-2024
0
რასაც თქვენ კადრულობდით დროის გაყვანის მიზნით, ყოველ ორ წუთში მოედანზე რო გორდებოდნენ შენი ფეხბურთელები მადლობა თქვით რომ თავგატეხილები არ დაბრუნდით.. რაც გუნდებია დარჩენილი კონფერენს ლიგაზე ყველაზე სამარცხვინო, უნამუსო, და ყველაზე სუსტი ხართ. თქვენ ვეღარასოდეს გახვალთ დიდ ტურნირებზე რადგან არაკაცების ადგილი არაა დიდ ტურნირებზე.
კახი
22:23 19-07-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული