საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

AutoSharing Option
სფფ-ის ინფორმაციით, ერთა ლიგის B ჯგუფის მატჩის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 12:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" 7 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
50 ლარში ალბათ ფეხების დაბანა და ზურგის მასაჟიც შედის, ხომ? )))))
ოე, პიდერაცია))))
18:19 14-08-2024
9
აბა ბიჭებო! თქვენ იცით, როგორ გაგვახარებთ!
ვახო
18:21 14-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული