"ცუდი ხასიათი ჰქონდა... მან ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში გაიაზრა..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილამ დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა footamateur-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სთხოვეს იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული ჩამოეთვალა, რომელსაც თავად წვრთნიდა.

მან სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მენეჯერი ვილი სანიოლიც შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა:

"სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა", - თქვა დომენეკმა.

შეხსენებისთვის, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს 2004/10-წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით მამლები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სიმართლე ვთქვა ძალიან გამიკვირდა სანიოლი, რომ დათანხმდა კონტრაქტის გაგრძელებას. რადგან ვინც არუნდა თქვას რომ მაგარი თაობა გვყავსო, ფაქტია საქართველოთი ესეთი თამაში და ამ შედეგის დადება ძალიან დიდი მიღწევაა! ვფიქრობ ძალიან ბევრი მსურველი ეყოლებოდა ირლანდიის გარდა, აქ დარჩენით კი ძალიან გარისკა, არვიცით რა ჯგუფი შეგვხვდება და მსოფლიოზე ვერ გასვლის გამო უეჭველი ვიცი ჩვენთან კრიტიკოსები გადაუვლიან :D და მერე ევროპაში წასვლაც არიქნება ისეთი ადვილი რადგან მოგებული როცა მიდიხარ ბევრად მარტივია.
გიო
15:03 15-08-2024
0
ვილი მადლობა რომ მსოფლიოს გააგებინე არის პატარა ქვეყანა და მას საქართველო ქვია ქუდს ვიხრი თქვენ წინაშე მონ სენიორ
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუ
14:10 15-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული