"ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს..." - პოლ რობინსონმა გიორგის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ბრიტანულ მედიაში გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

The Telegraph-ის ჟურნალისტმა ლუკ ედვარდსმა BBC Radio 5 Live-ის ფეხბურთის ყოველდღიური Podcast-ში საუბრისას, ყურადღება სწორედ ჩვენებურის შესახებ გაამახვილა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ "ლივერპულს" ამ ზაფხულს მეკარის პოზიციაზე ამდენი ფულის დახარჯვა ესაჭიროება.

თუ მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში გადავა და "მერსისაიდელთა" ფორმას მოირგებს, მაშინ ის იჯარით წავა, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი მეკარეა, ყველა საჭირო ინგრედიენტით", - თქვა ედვარდსმა.

თავისი აზრი დააფიქსირა ცნობილმა მეკარე პოლ რობინსონმაც, რომელსაც ინგლისის ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში მოურგია,
პრემიერ ლიგაში კი "ლიდსის", "ტოტენჰემის", "ბლექბერნისა" და "ბარნლის" ღირსებას იცავდა. 

"თუ მამარდაშვილის კვირიდან კვირამდე არ ითამაშებს, ეს როგორც მისი მეკარის განვითარებას შეაფერხებს, ასე, რომ მისი იჯარით გაფორმებას არ ვეთანხმები.

ჩემთვის მამარდაშვილი საუკეთესო ტალანტი და გამორჩეული ნიჭის პატრონია, რომელიც გასულ სეზონში "ვალენსიაში" ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა.

გიორგიმ 90 მატჩი ჩაატარა "ღამურების" მაისურით, ის სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩვენ ვნახეთ მისი ბრწყინვალე ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზეც.

ქართველი დიდი აღნაგობის მქონე ადამიანია, რომელიც აკონტროლებს თავის ველს, ის ძალიან მოქნილი მეკარეა, მაგრამ მას უკავშირებდნენ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას" და "იუვენტუსს", ამიტომ მას არ სურს "ლივერპულში" წასვლა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა და უყუროს ალისონს ყოველ კვირას.

ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ახალგაზრდა მეკარე, ამიტომ მას სურს თამაში და ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება", - თქვა რობინსონმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ გაიხარე რობინსონ
კახა
17:15 15-08-2024
0
არაპროფესიონალურად ვიქცევით ,მენეჯმენტი მოშლილია,ეროვნულად, პასუხისმგებლობის არაფრადჩაგდებით,ფეხბურთშიც და....პოლიტიკით დაწყებულით თუ დამთავრებულით.ძალიან იაფად ვასხვისებთ,ევროტოპ გუნდების სახელების მითების გამო,თუ მოგვეცა ვითომ,შანსი, უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელებს,ისინი კი თავიანთი ფულადი ინტერესებიდან გამომდინარე ,უფრო დაბალ ლიგებიდან გუნდებში იჯარით თუ გაყიდვით სარფიანად აბანდებენ ტალანტებს.მამარდაშვილმაც ეს გზა გაიარა ვალენსიამდე ,რამოდენიმე წლის დაკარგვით და ეხლა თუ ანაზღაურებაში წაგება არ ექნება,მისი"სანთელი საკმეველს წი გაიკვლევს"ნაკლებად დანაკარგით კარიერაში,ჩვენი უვიცობით კი რამდენი ეროვნული ტალანტი დაიკარგა,არა მარტო ფეხბურთში.როვნულად მოაზროვნენი, პროფესიონალები ხედავენ რა დიდ ნიჭს,ათამაშებენ მას მსწრაფლ სანტოსში,რეალში...ეროვნულ ნაკრებებში,მაგალითები,პელე,იამალი....ჩვენ კი,ვფლანგავთ ეროვნულ განძს,ვაი ჭკუისა გამო,სადაც ხელი მიგვიწვდება, უამრავი შემთხვევა ბოლო მაგალითებიდან.... პარკაძე,მუქთად ვითომ ბაიერნში გავუშვით,მათ კი თავისი ფულადი მოთხოვნისამებრ,გადასცეს იჯარით ფეხბურთის განვითარების საწყისი ტოპეფთან შედარებაში,დაბალი ლიგების,კლასის გუნდებში.იქ კი არა მის დონეზე,ნიჭს "ფიფთი-ფიფთი" და უმრავლეს შემთხვევებში,ერთეული გამონაკლისებით....მამარდაშვილი,....კვარაცხელია-უუფს ელოდებათ ობიქტური მიზეზებით,ბლომადაა შემთხვევითი ტრამვები,ჭ კლასის გუნდის რომელიმე ღვარძლიანი მწვრთნელის მიერ შეფერხება -ნიჭის წინსვლაში,უბრალოდ ფეხებზე დაკიდვითი მოპყრობა მასზე დაბალი დონის მოთამაშეთა გარემოსი,მისადმი და ბევრი სხვა მიზეზი რომ დაეკარგოს ახალგაზრდა ფეხბურთელე რამოდენიმე წელი დატოპ ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდეს ხანგრძლივად. და საბოლოოდ ვურჩევდი ქართულ ფეხბურთში დაკავებულთ და არა მარტო მათ,... ხანგრძლივად ჩაუკვირდნენ მხატვარ ენდრიუ ნეველ უაითის დახატულს ხეზე ,"ტილოს-ქრისტინეს სამყარო"-ს და ეგებ მიხვდნენ რომ მათი "სიმაღლის სამრეკლოდან"მომავალი აზრები დაწყ ეტები,ბევრ შემთხვევაში სუსტი და
მცდარია და არ არის მარგებელი,სხვათათვის,მით უმეტეს ნიჭიერი ახალგაზრდობისთვის ,ქვეყნისთვის,მავნებელიცაა ზოგჯერ გამოუსწორებლადაც,საუბედუროდ
მ.ზ დიდი ბრიტანეთი
16:22 15-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული