"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე" არ გაიმართება.

კობიაშვილი ასაჯაროვებს იმ დოკუმენტს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო.

წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო.

"როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.

ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის
ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციდან - მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია.

არა მგონია, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ან ფეხბურთი აინტერესებდეს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა.

თუმცა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სტადიონის ადმინისტრაციიდან მოვიდა ჩვენთან წერილი და, ასევე, სიტყვიერად გვქონდა მათთან საუბარი, თუმცა არსებობს წერილი, სადაც ისინი საუბრობენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ რამე სხვა წერილი მისცეს, სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის - ჩვენთვის ეს უცნობია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ არსებობს წერილი, რომელიც გამოგვიგზავნა ადმინისტრაციამ, სადაც საუბრობენ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია - პირველ იარუსთან დაკავშირებით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
რას ჰგავს დინამოს სტადიონის მინდორი? ამისთანა მინდორზე აპირებდა დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია შესარჩევი მატჩების ჩატარებას? მჯიღს, რომ იტრყავდა 46 000 ვუმასპინძლებო. სირცხვილი არა არი ერთ წელიწადში მოსპო უმაღლესი დონის მინდორი? მაკონტროლებელი არის ვინმე?
0
აქ ფიფია ისე გამოყავთ თითქოს ეგ ანტირუსია. 2013 წელს ამხანაგური თამაში რო მოაწყო დინამო მოსკოვთან თბილიში და რუსული ასო დააწერა ლოგოს მაგი არაფერია კაცო. რაც შეეხება სტადიონს დასანგრევია და ასაშენებელია იმავე ადგილზე ისევ ოლიმპიური ტიპის სტადიონი როგორიც ახლაა მაგრამ ტევადობა 75 ათასი მაინც უნდა იყოს. როგორც გვაჩვენა სიტუაციამ 55 ათასი საკმარისი არაა როცა საჭიროა. და ოლიმპიური სტადიონი ერთი მაინც უნდა იყოს ქვეყანაში და თუ სად არა და თბილიში ბოლო ბოლო 1 მილიონიანი ქალაქია საქართველოში ერთადერთი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
05:42 18-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული