აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე და საკვალფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. კურსის პირველი მოდული საგურამოში, ეროვნული ნაკრების შეკრების ფარგლებში ჩატარდა.
სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ, C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება
კურსის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა მონაწილეებს წარმატება უსურვეს. პირველ მოდულს დაესწრო უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი.
GFF.GE