საქართველო - ჩეხეთი | როდესაც რეალობას უნდა დაუბრუნდე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

6 სექტემბერს მატჩისწინა ვარჯიშს ნაკრები კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი თამაშის მასპინძელ "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო "სევსამორაში" საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

გურამ კაშია (ეროვნული გუნდის წევრი): "ჩეხეთის ნაკრები
ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად".

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

6 სექტემბრის განრიგი
15:45 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო "სევსამორა", საგურამო)
16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
17:30 ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ("მიხეილ მესხი")
18:00 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში ("მიხეილ მესხი", 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

nakrebi.ge

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ვინ როგორ ფორმაშია...

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა საიმტერესოა, Საქართველოს Ჩემპიონატის Არცერთი მონაწილე არაა Ნაკრებში. ეს ფაქტიურად ყველაფერზე მეტყველებს სამწუხაროდ
დინამოელი
10:52 06-09-2024
0
დაიწყო ისე უაზრო საუბრები,"რეალობას უნდა დავუბრუნდეთ","ძლიერი გუნდი კი გავხდით,მაგრამ" და კიდევ ბევრ უცნაურობას მოვისმენთ. თუ ძლიერი გუნდი გახდი,მაშინ ჩეხეთს სახლში უნდა უგებდე,იმას რო თავი დავანებოთ,ევროზე პლეიოფი მხოლოდ ჩვენ ვითამაშეთ ამ 4 გუნდიდან. თუ ქართულ მედიასაშუალებებს,მაყვალებს და ჯემალებს დავუჯერებთ ეს საოცარი შედეგი იყო საოცარი გუნდის შესრულებით,ხოდა ამ ჯგუფში უპირობო გამარჯვება ჩაითვლება წარმატებად,ხოლო ნებისმიერი სხვა შედეგი იქნება წარუმატებლობა.თუ მთელი ზაფხულის მოლოდინებიდან და საუბრებიდან გამოვალთ,საქართველო არის უკეთესი გუნდი,ვიდრე დანარჩენი სამი. კაშია ტოპ მცველი და სანიოლი საუკეთესო მწვრთნელი იყო,ვნახოთ,რამდენ ხანში მოითხოვენ კაშიას და სანიოლის ნაკრებიდან წასვლას. ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე ევროტურნირებმა აჩვენეს,ეს უნდა იყოს საზომი და არა სხვა რამე. ის რო სადღაც 16 გუნდში გახვედი,არაფერს ნიშნავს ამ მხრივ,როცა პროგრესს გვინდა დავუძახოთ რაღაცას. რეალურად,კარგი დაცვა ითამაშეს,ჩეხებმა ვერ გაგვიტანეს და პორტუგალიამ გვიჯიგრა,თან მამარდამ სასწაულები აკეთა. სხვა რა იყო საამაყო ამ ტუნრირზე,მიქაუტაძეს ოქროს ბუცი მისცეს,თუმცა ორი პენალტი გაიტანა და ჭაღარა ზანგის ზამენა არის ლიონში. ნუ საამაყოა ის ფაქტი,რომ ბიუჯეტის ფულით ბევრი ჩავიდა გერმანიაში და ფოტოები გადაიღეს,ისეთი ხალხი დავინახე იქ,რომლებიც გაგებაში არ არიან ფეხბურთის,თუმცა ე.წ. ცნობადი სახეები არიან და დაატარებენ ხაშლამასავით. ეს ნამდვილად საამაყო ფაქტი იყო,ვერაფერს იტყვი,თუმცა ქართული ფეხბურთის პროგრესს არ წაადგება. ხო მართლა,სიმართლე არავის არ სიამოვნებს,თუმცა სიმართლის თქმა,როცა გარშემო მხოლოდ ილუზიები და ტყუილებია,არის გმირობის ტოლფასი. დინების მიყოლა არის ლიფსიტების საქმე,დიდი თევზები დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ,იმის მიუხედავად,თუ რას იტყვიან ბიუჯეტის წურბელები თუ მათი ახლობელები.თუ ყველაფრის გამოყენებით გაიმეორებ შავი თეთრიაო,ადამიანების უმეტესობა დაიჯერებს და მართლა ასე ეგონებათ,ეგრეც არის. რეალობას უცვლიან ხელოვნურად,თუმცა მხოლოდ ერთეულები ხედავენ ილუზიების მიღმა სიმართლეს,თუმცა რად გინდა,საქართველოში ესეც მცირე რაოდენობის არის.
იასონას უდარი
06:16 06-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული