ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დააახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.
გოგლიჩიძეს დიდი ხანია ვაკვირდებით როგორც იტალიაში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. ის ეროვნულ ნაკრებს შეეჩვევა და მომავალში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
გოგლიჩიძეს დიდი ხანია ვაკვირდებით როგორც იტალიაში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. ის ეროვნულ ნაკრებს შეეჩვევა და მომავალში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
მოთამაშებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.
ფეხბურთელებისთვის ევროს შემდეგ პირველი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.
ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ".