ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრეს:
ვილი სანიოლი: "ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენისთვისაც. მოვიგეთ პირველი მატჩი ჩეხეთთან და ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან ასეთი კარგი მატჩის შემდეგ".
გიორგი მამარდაშვილი: "რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის
ჩემპიონატი ჰქონდა, თუმცა კარგ ფორმაში ვხვდებით თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".
nakrebi.ge
სავარაუდოდ 2:0 მოგვართმევენ ალბანელები და დავიშლებით.
კვარას თამაში არ გამოუვა, მიქაუტაძე იბოდიალებს. მერე ბუდუ შემოვა და ვერაფერი. დავითაშვილს ჩართავენ და იფაფხურებს უაზროდ და უინტელექტოდ.
მოკლედ, ეს ფონი იქნება.
ვიცი, გადაირევით და დაიწყებთ ლანძღვას ამას რომ გიწერთ, მაგრამ თამაშის მერე ვხანავთ რომ ასე იქნება ზუსტად.
მერე სანიოლი იტყვის, რომ ჩეხეთთან მთელი ენერგია შევალიეთ და ვიქნებით ა.შ.
მოკლედ. ბალახის ძოვისათვის მოემზადეთ.