"საქართველო ჩვენთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა" - ალბანური მედია

AutoSharing Option
ალბანეთში საქართველოსთან მატჩზე დიდი მოლოდინია. syri.net-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით - ალბანეთი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ სტატისტიკა სრულიად სხვას მეტყველებს.

"ჟენევაში ერთა ლიგის კენჭისყრისას საქართველო ყველაზე ადვილ მეტოქედ მოჩანდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მათმა პირველმა ასპარეზობამ საპირისპირო დაამტკიცა. B1 ჯგუფში ისინი იოლი მოწინააღმდეგეები კი არა, "კვარა" და მისი გუნდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ფავორიტებად მიიჩნევიან.

საქართველო ალბანეთისთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა. ამას სტატისტიკა ადასტურებს, რამეთუ 15 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოვიგეთ, 8 წავაგეთ, 4 კი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი სრულიად
სხვაგვარადაა, რადგან რაც ნაკრებს სათავეში სილვინიო ჩაუდგა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და წარმატების სჯერათ.

საბუკმეკერო კანტორები მასპინძელთა შესაძლო გამარჯვებას 2.30 კოეფიციენტით აფასებენ, ხოლო სტუმართა მოგებას - 3.10-ით. პირველ ტურში ორივე გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და ეს თამაში ჯგუფის ფავორიტთა დაპირისპირებად განიხილება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფავორიტად არავინ მიგიჩნევთ. ეგ უპირატესობა ბუკმეიკერებმა საკუთარი მოედნის გამო მოგცათ. საქართველოს შავი კატა შეგვარქვეს ადრე, ისე იყვნენ შეძულებული ჩვენთან თამაშს. შოთიმ რაც დაგაკლოთ კვარა დაგიმატებთ ხვალ და საქართველოშიც. მოდუნდით და მოეშვით უჯეთესი იქნება თქვენთვის. ხვალ უნდა მოგიგოთ.
G.LA
22:13 09-09-2024
2
პატივისცემა ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს.წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა ჩვენთან.ტირანაში მოგებისთვის უნდა ვითამაშოთ.მეტოქის პატივისცემის მიუხედავად თუ გვინდა დიდი მიზნებისთვის და დიდ გუნდებთან ბრძოლა და წარმატება,ალბანეთთან მინიმუმ ფრე და კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ
გელა
21:46 09-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული