ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა. თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ. პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
ცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა
საქართველოს ფავორიტი მეტოქე - "ჯვაროსნების" სტატისტიკა ალბანეთთან