საქართველოს ნაკრები უკვე იმდენად მაღალი კლასის გუნდად მიიჩნევა, რომ ერთა ლიგაზე მასთან საკუთარ მოედანზე წაგება ალბანელებმა მტკივნეულად სულაც არ აღიქვეს. როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას ფეხი გადაუბრუნდა, კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, ტკივილგამაყუჩებლით თამაშობდა და სავარაუდოდ, ამიტომ შეცვალა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 75-ე წუთზე.
Botasot-მა მატჩის შემდეგ კვარაცხელიას სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა და მისგან მასპინძელთა ნაკრების დიპლომატიურად შექება დიდ კომპლიმენტად ჩათვალა.
„კვარა“ აფასებს ჩვენს გუნდს. თამაში თანაბარი იყო, შორიდან გიორგი ქოჩორაშვილის გატანილმა გოლმა კი სავსე სტადიონი დაადუმა“, - წერს გამოცემა და ხვიჩას ციტირებს: „მეტოქეზე მხოლოდ
კარგი შემიძლია ვთქვა. გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ალბანეთი რთული მოწინააღმდეგეა. საპასუხო შეხვედრაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. რთული ჯგუფია და პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერს შეუძლია“.
Botasot-მა მატჩის შემდეგ კვარაცხელიას სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა და მისგან მასპინძელთა ნაკრების დიპლომატიურად შექება დიდ კომპლიმენტად ჩათვალა.
„კვარა“ აფასებს ჩვენს გუნდს. თამაში თანაბარი იყო, შორიდან გიორგი ქოჩორაშვილის გატანილმა გოლმა კი სავსე სტადიონი დაადუმა“, - წერს გამოცემა და ხვიჩას ციტირებს: „მეტოქეზე მხოლოდ
სილვინიო: ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა - ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ
გაწბილებული პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?
წარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]
ქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა