რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი წარმატებით, ორი გამარჯვებით დაიწყო. რადგანაც ეს ტურნირი ჯერ მაინც ახალია (უკვე ორი დივიზიონით კი დავწინაურდით), წინა გათამაშებებში ჯგუფში გამარჯვებამ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაგვიყვანა, გულშემატკივართა რაოდენობა კი გაზრდილია, ძალიან დიდი ინტერესია, მუნდიალზე გასვლას როგორ შევძლებთ (შეკითხვებიც შემოვიდა). პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ეს ევროპირველობისთვის იყო.

Sportall.Ge

რას გვაძლევს "ერთა ლიგა"?

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსი 4 ნაკრებს აქვს, ოღონდ არა პირდაპირ, კვლავ პლეი-ოფის მეშვეობით.

როგორ შეირჩევა ეს 4
ნაკრები? მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის როგორც მონაწილეები, ასევე პლეი-ოფში გამსვლელები, პირველ რიგში, შესარჩევი ეტაპიდან დაკომპლექტდება, ხოლო ვინც იქ 1-2 ადგილს ვერ დაიკავებს, შანსი "ერთა ლიგიდან" ექნება. ოღონდ ვის ექნება ეს შანსი? უპირველესად, A დივიზიონის გამარჯვებულებს. თუკი მათგან რომელიმე (ან ყველა) შესარჩევის ჯგუფში საწყის ორ ადგილს დაიკავებს, მას B დივიზიონის (სადაც საქართველოს ნაკრებია) საუკეთესო გუნდები ჩაანაცვლებენ.

ასე რომ, როგორც წინა "ერთა ლიგაზე", ახლაც მაქსიმალურად მაღალი ქულა უნდა მოვიპოვოთ და არა უბრალოდ ჯგუფი მოვიგოთ, რათა პირველივე "ჩამნაცვლებელი" ჩვენ ვიყოთ. შესაძლოა, მნიშვნელობა ამას მაინც არ ჰქონდეს, რადგან შესარჩევი ეტაპიდან მუნდიალზე (პლეი-ოფში მაინც) A დივიზიონის ყველა (ოთხი) გამარჯვებული ნაკრები მოხვდეს.

Sportall.Ge

რა სიტუაციაა ახლა?

მართალია, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული, თუმცა უკეთ გასაგებად ავხსნით, რა იქნება, "ერთა ლიგა" ახლა რომ სრულდებოდეს.

ტურნირის მთავარ დივიზიონს ამ ეტაპზე ასეთი ლიდერები ჰყავს - პორტუგალია, იტალია, გერმანია და დანია (ჩავთვალოთ, რომ აქ ესპანეთის ნაკრების გადასვლის დიდი შანსია). თუკი ამ (ჯგუფის გამარჯვებული) ნაკრებებიდან რომელიმე (ან ყველა) მსოფლიოზე შესარჩევიდან (პლეი-ოფში მაინც) გავა, ისინი B ლიგის საუკეთესო გუნდებმა (არ დაგვავიწყდეს ისიც, ჯგუფში გამარჯვება მომავალში ავტომატურად A ლიგის საგზურს მოგვიტანს) შესაბამისი თანმიმდევრობით უნდა ჩაანაცვლონ. ჩვენი დივიზიონის საუკეთესო გუნდი ახლა საბერძნეთის ნაკრებია (მათაც 6 ქულა აქვთ და ბურთები 5:0), ანუ A დივიზიონის ნაკრებების ჩანაცვლების პირველი არჩევანი ამ ეტაპზე მათია. ისე კი, მთავარი ლიგის ზემოთ ჩამოთვლილი ნაკრებები რომ შესარჩევ ეტაპზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ, ამის შანსი არც ისე მაღალია.

დარჩენილი მატჩები "ერთა ლიგაზე":

11.10. პოზნანი(პოლონეთი). უკრაინა - საქართველო;

14.10. თბილისი("მესხი"). საქართველო - ალბანეთი;

16.11. ბათუმი. საქართველო - უკრაინა;

19.11. ოლომოუკი. ჩეხეთი - საქართველო.

Sportall.Ge

რა ხდება შემდეგ?

შესარჩევი ეტაპის 12 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე გავა. ევროპას კიდევ 4 ადგილი რჩება, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გასულმა 12-მა ნაკრებმა და "ერთა ლიგის" ოთხმა წარმომადგენელმა უნდა გაინაწილონ. შეიქმნება 4 ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულები პირდაპირ მუნდიალზე გავლენ.

ჯგუფებში ჩატარდება ორი პლეი-ოფი იმ სისტემით, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ გვინახავს. პლეი-ოფის ნახევარფინალში (სპორტული პრინციპით) "ერთა ლიგიდან" გასული ნაკრებები სტუმრად ითამაშებენ, ფინალის მასპინძლები კი წილისყრით (სადაც ორჯერ გაგვიმართლა და გადამწყვეტი შეხვედრები თბილისში ჩავატარეთ) გაირკვევა. პლეი-ოფები 2026 წლის მარტში ჩატარდება.

Sportall.Ge

და შესარჩევი?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება, 2025 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

ჯერ ცნობილი არაა, მომავალი წილისყრის დალაგებაში "ერთა ლიგის" საბოლოო შედეგები გავლენას რამდენად მოახდენს. ფიფას რეიტინგის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში (არის შანსი, მეორეშიც ვიყოთ) მოხვდება, სადაც ჩვენზე ძლიერად მიჩნეული ორი მოწინააღმდეგე იქნება, ჯგუფები კი 4 ან 5-გუნდიანი შეიქმნება.

უეფაში 55 ქვეყანაა, მაგრამ საქმეში რუსეთის ნაკრებს ისევ ვერ ვიხილავთ. ამ მომენტისთვის, ფიფას რეიტინგით, საწყისი ორი კალათა (ჩვენს ზემოთ მყოფი ნაკრებები) ასე გადანაწილდებოდა:

I - საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, ხორვატია, გერმანია, შვეიცარია, დანია, ავსტრია;

II - უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია;


საუკეთესო ვარიანტი ბევრს სხვადასხვანაირად წარმოედგინება, ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, ის მაინც ავსტრია და ისევ ჩეხეთი ან შოტლანდია იქნება, ყველაზე უარესი კი - ესპანეთი და თურქეთი ან სერბეთი. შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება მართლაც ურთულესი იქნება, მეორე ადგილიდან და "ერთა ლიგიდან" გასვლას შორის კი არსობრივად ის განსხვავებაა, პლეი-ოფის ნახევარფინალს სად ჩაატარებ.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩატარდება. ისტორიაში პირველად, იქ 48 გუნდი იასპარეზებს, პლეი-ოფები კი 1/16-ფინალიდან დაიწყება. 16 სტადიონიდან 11 აშშ-ში იქნება და ფინალიც ნიუ-ჯერსიში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველას სულმოუთქმელად გვსურს. იქამდე რთული გზაა და ბევრი მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა!..

altგანცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..

altწარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 60 /
თუ მე სხვა საქმე არა მაქვს, თქვენც ასეთი გამოდიხართ. შემოდიხართ და კომენტარებს აკვირდებით მუდმივად. წადით მაშინ რას მეპასუხებით. საკითხი, საქართველოს ნაკრების მსოფლიოზე გასვლის ისტორიულ შანსებს ეხება და მე ვთვლი რომ ეს პატარა საქმე სულაც არას.
სტალინი
13:11 13-09-2024
7
https://en.m.wikipedia.org/wiki/2022_FIFA_World_Cup_qualification_ სად წერია ამ ლინკზე რომ ევროა? გასაგებად წერია რომ 2022 წლის მსოფლიოს შესარჩევია.
სტალინი
12:53 13-09-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული