სკანდალი უკრაინის ნაკრებში - რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან რთული ვითარებაა და ამას ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მოწმობს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა, ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენ და ასევე მოქმედ კაპიტან ანდრეი იარმოლენკოს არ უხმო, რაც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.

ირკვევა, რომ ეს ყოველივე რებროვმა ძალიან უხეშად გააკეთა და ამ სკანდალურ ამბავს ნაკრების ყოფილი პრეს-ატაშე ოლექსანდრ გლივინსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ჰყვება. 

დამრიგებელმა კიევის "დინამოს" ამჟამინდელ ფორვარდს არც კი დაურეკა და სიტუაციაში არ გაარკვია. იარმოლენკომ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო, რომ
სარეზერვო სიაშია და მას უკრაინის ნაკრებში არ უხმეს. 

გლივინსკი ამბობს, რომ შესაძლოა, უკვე 34 წლის ფორვარდს ის სისწრაფეები და შედეგები აღარ აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდს იარმოლენკო ჯერ კიდევ სჭირდება.

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც წინა მატჩებში ლიდერის როლი დააკისრეს, ნაკრები წინ ვერ წაიყვანეს. მათ უნარი და ქარიზმა აკლიათ.

დიახ, ანდრეი ახლა ფიზიკურ გამძლეობას მოკლებულია და მისი სიჩქარე ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ როდესაც "იარმოლა" მოედანზეა, ყოველთვის არის შანსი, რომ საგოლე მომენტი შექმნას.

ანდრეიმ გამოუძახებლობის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო - ეს, სულ მცირე, უსიამოვნოა! ისეთი მოთამაშე, როგორიც უკრაინის ნაკრების კაპიტანია, მინიმუმ მწვრთნელისგან ზარს მაინც იმსახურებდა.

ანდრეიმ ბევრი რამ გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, რათა სარეზერვო სიის შესახებ ინტერნეტიდან არ გაეგო. მჯერა, რომ იარმოლენკო მაინც გამოადგება ეროვნულ გუნდს. ანდრეი, მე შენთან ვარ!", - წერს გლივინსკი. 

უკრაინის ნაკრების პრობლემები ამით არ მთავრდება. გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ტრავმა ნაკრების ორმა წევრმა "ჟირონას" ნახევარმცველმა ვიქტორ ციგანკოვმა და "შახტარის" ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ მიიღეს.

sport.ua წერს, რომ სტეპანენკოს თამაში საქართველოსთან და ჩეხეთთან დაპირისპირებებში თითქმის გამორიცხულია, რაც შეეხება ციგანკოვს, "ჟირონას" მწვრთნელის მიჩელის სიტყვებით, მას დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დადგინდება, თუმცა მისი მომჯობინება ასე მოკლე დროში ნაკლებად სავარაუდოა. წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს. 

ტრავმირებული მოთამაშეებიდან გამომდინარე, უკრაინულ პრესაში ვარაუდობენ, რომ რებროვმა შესაძლოა, სარეზერვო სიაში მყოფ იარმოლენკოს მაინც უხმოს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს.

alt"ოხ რა ძნელი იქნება საქართველოს ნაკრების დამარცხება" - უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიანაც კარგიი ! იმ გადაგვარებულ ხახოლებს ისედაც მოვუგებდით და ეხლა მთლად უნდა გავანადგუროთ ! და მერე კიდევ გამოაძევონ ჩვენი ელჩი(და ბელორუსის ელჩი დაიტოვეს)და კიდევ ეცადონ ჩვენი ომში ჩართვა @
zura222
16:27 03-10-2024
63
რეალურად ამ ერთა ლიგიდან მსოფლიოზე ვერც ჩვენ გავალთ და ვერც უკრაინა. სამაგიეროდ უკრები ც დივიზიონში ჩაინაცვლებენ და იქიდან მომავალ ევროზე სულ ღიღინ-ღიღინით გავლენ. ჩვენ კი ა დივიზიონში ავალთ და ბუნებრივია იქიდან ევროპაზე მოხვედრა გაგვიჭირდება.
ასე რომ, უკრაინელები საკმაოდ პრაგმატულად ფიქრობენ. აი ჩვენ კი ელიტარულ დივიზიონში ბობოლებთან თამაში მაინც შეგვრჩება )))
აი ასე
14:57 03-10-2024
62
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული