"ოხ რა ძნელი იქნება საქართველოს ნაკრების დამარცხება" - უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში, აუტსაიდერი უკრაინის ნაკრები ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს პოზნანში უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი Команде №1-თან გააკეთა:

"იმის გათვალისწინებით, როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს უბრალოდ საშინელებაა, ნაკრებში იმდენი პრობლემაა. ჩვენი უახლოესი მოწინააღმდეგე საქართველო აღმავლობის გზაზეა და მისი დამარცხება ოხ რა ძნელი იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ რებროვმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იცის, როგორ მიაღწიოს აუცილებელ შედეგს. მე ვფიქრობ, საჭიროა პირველივე წუთიდან ქართველებთან პრესინგს მივმართოთ, თამაში გარდავტეხოთ.

რაც შეეხება შანსებს - ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ მუდმივად სხვების დაწევა გვჭირდება, რადგან უკვე ექვსი ქულა გვაქვს დაკარგული. ჯერ საქართველოს ძლევაა აუცილებელი, შემდეგ ჩეხეთის. ჩეხები უკრაინელებზე ძლიერები არ არიან. და მაშინ ნათელი გახდება: გვაქვს თუ არა პირველი ორი ადგილის დასაკავებლად რეალური შანსი თუ ეს მხოლოდ მათემატიკური გამოთვლაა. ყველაფერი რებროვის ხელშია".

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკრაინის მხარდაჭერა ორმაგი დანიშნულების ტვირთების გატარებაა რუსეთში?იქნებ ოცნების მიერ რუსეთის აშკარა მხარდაჭერაა ამ ომში?!ვის აბოლებთ?!პარლამენტში უკრაინული დროშები ოპოზიციამ გამოფინა და არა ხელისუფლებამ.ოცნებას არც დაუმალია,რომ უკრაინას მხარს ვერ დაუჭერს,გამოგონილი საშიშროების გამო.გეკითხებით,იმ უამრავ სახელმწიფოსთან,ვინც უკრაინას ეხმარება,რუსეთმა რატომ არ დაიწყო ომი დღემდე?
ეხლა უმადურობას რაც შეეხება.აფხაზეთის ომის დროს,ერთადერთი ხალხი,ვინც იარაღით და ცოცხალი ძალით დაგვეხმარა,უკრაინელები იყვნენ.თუ არ წაგიკითხავთ,ლტოლვილებს ჰკითხეთ,რამდენი ქართველი გადაარჩინეს უკრაინელმა მფრინავებმა.5000-ზე მეტი ქალი,კაცი,ბავშვი და მოხუცი გამოიყვანეს შუა ცეცხლიდან,შეუჩერებლად ფრინავდნენ ვერტმფრენები,პილოტები დღე და ღამე შეუსვენებლად ფრინავდნენ,ისეთებიც იყო,ვისაც სამი დღეღამე არ უძინია.ზუსტად ეს არის უმადურობაც და დიდი სირცხვილი,ნებისმიერი მიზეზით ომში და გაჭირვებაში ვინც მხარში დაგიდგა,იმას რომ არ დაუდგები.ქართველებს ეს არასდროს არ უქნია,თავის ისტორიაში,მოღალატეები არასოდეს ვყოფილვართ და ამ მთავრობამ ესეც გვაკადრა.შენს ძმას და მეგობარს რაიმე საშიშროების გამო არ უნდა დაეხმარო?აბა როდის,შენთვის უმტკივნეულო და ადვილი როცაა?სირცხვილი იმას,ვინც ასე ფიქრობს.ოცნებას უკრაინის დახმარაბაზე ამიტომ არ უთქვია უარი,თვითონ არ დაზარალდებოდნენ,არამედ იმიტომ,რომ რუსეთოს მხარეს არიან და მამა-მარვენალი რუსი ჰყავთ.
თქვენ ოცნების პოლიტიკას იმეორებთ,რომ ქართველებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი და იმის მაგივრად,ოცნება ამხილოდ უმადურობაში და ქართველების თავებზე ლაფის დასხმაში,უკრაინელების უმადურობაზე ბედავთ საუბარს,ხალხის,რომელიც ვაჟკაცურად და თავგანწირვით იცავს სამშობლოს.მიკვირს,რა დაემართა ზოგ ქართველს,ასე უსუსურ არსებასავით რმ მსჯელობს,სულ რომ დაუკარგავს ქართველობა.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობას და ხალხსაც.ისინი ძალიან გონიერი ხალხი არიან და კარგად ანსხვავებენ ქართველ ხალხს და ოცნების მთავრობას.მათ არასდროს არ მიუყენებიათ ქართველებისთვის შეურაცყოფა,პირიკით,რადგან,მადლობა ღმერთს,ქართველებში ბევრი ვაჟკაცია,რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს ძმებს და იბრძვის ჩვენი დაუძინებელი საერთო მტრის წინააღმდეგ...
ზურაბ
16:16 04-10-2024
14
მაგ ნაბ...დ საბოს ყოველთვის ეჯავრებოდა ქართველები ფეხბურთელობის დროს მწვრთნელობისც დროსაც და პენსიაზე ყოფნის დროსაც ეჯავრება @@@
zura222
16:53 03-10-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული