სერგეი რებროვი: არის თუ არა საქართველოსთან მატჩი ჩვენი უკანასკნელი შანსი?

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს პოზნანში უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"ჩვენთვის ყველა პოზიციაზე კონკურენცია მნიშვნელოვანია. თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, ვცდილობთ სარეზერვო შემაგენლობის ფეხბურთელით შევცვალოთ. ვთვლი, რომ ვინც გამოვიძახე, შანსის მიცემას იმსახურებს. საწვრთნელი პროცესისას ვერ ვხედავ, რომ ისინი "დაიკარგნენ" ან რამეს სათანადოდ არ აკეთებენ. თუმცა, მთავარია თამაშისას თავს როგორ წარმოაჩენენ.

იქნება თუ არა საქართველოსთან დაპირისპირება უკანასკნელი შანსი? რა თქმა უნდა, პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, ფეხბურთელებს ესმით, რომ
სხვა დონის ჩვენება და შედეგისთვის ბრძოლა სჭირდებათ. ვიდრე ერთა ლიგა შეიქმნებოდა, ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით და მწვრთნელისთვის კანდიდატების გასინჯვა ადვილი იყო. ახლა ოფიციალური შეხვედრებია, ფეხბურთელებს ეს ესმით, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა. დიახ, პირველი ორი დაპირესპირება წავაგეთ, ახლა საქმე მხოლოდ შედეგში კი არაა, საჭიროა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისთვის ვთამაშობთ. პირადად ჩემთვის ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზდებელი ტურნირია, თუმცა პლეი-ოფის შანსს გვაძლევს.

ვერ ვიტყვი, რომ პირველი ორი მატჩის მოგებას არ ვცდილობდით, განსაკუთრებით ჩეხეთთან. კარში ოცჯერ დავარტყით. ვიღაც ამბობს, რომ უკრინა მხოლოდ ბურთს აკონტროლებს. ყველაფერს ვაანალიზებთ. მეტოქეები ერთ თამაშში კარისკენ დაახლოებით 15-17-ჯერ ურტყამენ. მოუთმენლად ველით შემდეგ დაპირისპირებას.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" ჩემი ფეხბურთელი იყო, ძალიან მომწონს, პატიოსანი და კარგი ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალია. დვალის ნახვა გამიხარდება. მისი ნაკრებში მატჩები ვნახე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კვიპროსის ჩემპიონატზე მის თამაშებს ვაკვირდები. მან მოუმატა. მას და საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სტილისტურად ჩერნთვის იდეალური თამაში უნდა იყოს, უკრაინა ბურთს გააკონტროლებს ჩვენ სწრაფ კონტრშეტევებზე, ყველაფერი დამოკდებული იქნება ვინ შეასრულებს დავალებას
რრრ
19:54 10-10-2024
2
ბატონო სერგეი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ მოგება ან მინიმუმ არ წაგება. ჩვენი ქვეყანა ბედნიერდება ნაკრების პროგრესით და წინსვლით. ჩვენ საფეხბურთო ჭაობიდან ამოვედით და ოცნებების გზაზე ვართ მთელი ქვეყანა განურჩევლად სქესისა და ასაკისა. უკრაინას რეგრესი კი აქვს ახლა მაგრამ ისეთი არა რომ მსოფლიოზე მიმავალ გზაზე შესარჩევიდან ხელი შეგეშალოთ. მთელ ქვეყანა და უკრაინელ ხალხს კი რაც გააბედნიერებს ომის მოგებაა, რასაც გულწფელად ვუსურვებ უკრაინას. ხვალ კი ჩვენი ოცნებების გაგრძელების დღე უნდა იყოს ჩვენ ამას დიდი ხანი ველოდით, რომ ჩვენი ნაკტები ფეხზე დამდგარიუო და ეს, ამ თაობის ნიჭიერმა ბიჭებმა ითავეს. წარმატებას გისურვებთ ომში და ზოგადათ ცხოვრებაში უკრაინელ ხალხს. სლავა უკრაინე. საქართველოს გაუმარჯოს.
G.LA
19:51 10-10-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული