ვილი სანიოლი: რთული მატჩი გველის - ფეხბურთელები მზად არიან

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პოლონეთში მომზადება ფეხბურთელებისთვის უფრო კომფორტული იყო. ამან შეამცირა მგზავრობის დრო, რამაც დაზოგა მოთამაშეების ენერგია. გუნდში კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ხვალინდელ შეხვედრას.

წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო თამაშსაც აუცილებლად წააგებს. მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. რთული მატჩი გველის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. რაც მთავარია, ფოკუსირებულები არიან საკუთარ დავალებაზე და ეს საუკეთესო გზაა მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად.

შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია. მოთამაშეებმა იციან, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი. მთავარია, რას აკეთებ მოედანზე და სწორედ კარგი თამაში გაძლევს მოგების უკეთესს შანსს. ბევრ რამეს ვერ ვაკონტროლებთ - მეტოქეს, მსაჯს, ამინდს ან მოედნის მდგომარეობას, თუმცა ვაკონტროლებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მოედანზე. ამიტომ, წარმატებისთვის საუკეთესო გზაა დავრჩეთ კონცენტრირებულები ჩვენ საქმეზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით მეტ დადებითს მოგვიტანს, ვიდრე უარყოფითს.

სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ბევრს არ ვფიქრობთ. წინ კიდევ ოთხი რთული მატჩია. როგორც ადრე ვთქვით, საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ოთხივე გუნდმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენი სამივე მეტოქე იქ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, რაც აჩვენებს ამ ჯგუფის დონეს. ამიტომ, ამ ჯგუფში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი, თუმცა სექტემბერში კარგი სტარტის შემდეგ, გვსურს, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ, ბოლოს კი ვნახავთ, ვინ რომელ პოზიციაზე გავა“.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ორიოდე წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა - სანიოლისთვის საკუთარი მიღწევების შეხსენება დაგვჭირდებაო, - ძალიან უკბილო ხუმრობად ჩავუთვლიდი... შე დალოცვილო, შენი სამივე მეტოქე თუ პირდაპირ გავიდა შესარჩევიდან, სამივე ჯგუფში ჩარჩა და შენ თუ ერთა ლიგიდან გახვედი, ისეთი ჯგუფიდან გააღწიე, სადაც ყველა უპირობო აუტსაიდერად გთვლიდა... ასე, რომ არ გინდა ეგ მეტოქის ზედმეტი პატივისცემები ( ეგენი საერთოდ არ გვცემენ პატივს), ამ ეტაპზე საქართველო უკრაინაზე უკეთესი გუნდია ( მადლობა შენ) და ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ... აი, ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გაგვიყვან, მერე შეგიძლია, იტრაბახო, რომ ძალიან ძლიერ გუნდებთან ჭიდილში გაიმარჯვე და ჩვენც ტაშს დაგიკრავთ, კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეობას და საპატიო ჩოხოსნის ტიტულსაც მოგანიჭებთ და თუ სურვილი გექნა, საქართველოშიც დაგასახლებთ... მოსულა?!...+
დდდ
00:22 11-10-2024
22
რავი გამალებული ადრე ტაბიძეს იძახებდი! ახლა კარგია გამოსწორდა ყველაფერი!
მწვრთნელი
22:36 10-10-2024
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული