შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ Sport-express.ua-ს მისცა და რა გასაკვირია, საუბარი უკრაინასა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებას შეეხო.

მოგეხსენებათ, დემჩენკო ეროვნულ ლიგაში დიდი ხანი მუშაობდა, ჯერ გორის "დილას" წვრთნიდა, ბათუმის "დინამოდან" კი რამდენიმე დღეა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. 

"ვფიქრობ, ამ შეხვედრაში ჩემთვის ფავორიტის დასახელება რთული იქნება და ობიექტურობა გამიჭირდება, რადგან უკრაინელი ვარ და ჩემს ქვეყანას ვქომაგობ, მაგრამ სანიოლის გუნდი უფრო მიმზიდველად მეჩვენება და მიმაჩნია, რომ ფავორიტები სწორედ ქართველები არიან.

ქართველები ახლა უფრო და უფრო უმატებენ.
მათ ძალიან კარგად ითამაშეს ევრო-2024-ზე, სადაც მერვედფინალში გავიდნენ, რასაც ცოტა თუ მოელოდა. სანიოლის ბიჭებმა ასევე ერთა ლიგა ორი გამარჯვებით იდეალურად დაიწყეს.

ასე ვთქვათ, ახლა საქართველო კაი სვლაზეა. მათი შეჩერება რთული იქნება. ჩემი აზრით, ეს გუნდი თამაშიდან თამაშში მხოლოდ ძლიერდება, რადგან მოთამაშეები უფრო კარგად თამაშობენ. გუნდს კარგი მიკროკლიმატი აქვს. ბიჭები მწვრთნელს ენდობიან.

მაგონებს თუ არა საქართველოს ნაკრები 90-იანი წლების ბოლოს უკრაინის ნაკრებს და ვამსგავსებ თუ არა კვარაცხელიას შევჩენკოსთან? - კი, კვარა ქართული შევაა. ის უკვე გახდა იტალიის სერია A-ს ლეგენდა. საქართველოს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმა მაგალითად, მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, მოგეხსენებათ საიმედო მეკარე კი გუნდის ნახევარია.

ქართველების სათამაშო სქემა? - თითქმის მთელი პერიოდი, რაც ვილი სანიოლი საქართველოს წვრთნის, ისინი 5-3-2 ფორმირებაში თამაშობენ. კვარაცხელია, რომელიც "ნაპოლიში" თამაშისას ნომინალური გარემარბია, ეროვნული ნაკრების მატჩებში თავდამსხმელად მიქაუტაძესთან აწყვილებენ და ძალიან საშიშ დუეტს ქმნის.

ამასთან, შეტევაში საქართველო კონტრშეტევებზე მაქსიმუმ ოთხი მოთამაშით მოფრინავს. ელოდებიან, ელოდებიან და მერე აფეთქდებიან. ისინი აკონტროლებენ ბურთს მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ამის საშუალებას აძლევს. ნომინალურად, სანიოლის გუნდი თამაშობს ხუთი მცველით, მაგრამ რეალურად ექვს-შვიდი ფეხბურთელი მუშაობს დაცვაში.

ასევე, ქართველებს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავთ, სადაც ევროპული კლუბების წარმომადგენლები არიან თავმოყრილი. აქ ისეთ ხმამაღალ სახელს ვერ ვნახავთ, როგორიც კვარაცხელიაა, მაგრამ შუა ხაზსაც ჰყავს თავისი ლიდერი და ეს გიორგი ჩაკვეტაძეა. "უოტფორდის" ფეხბურთელი მაგარი შემტევი ნახევარმცველია და მიქაუტაძესთან და ხვიჩასთან ერთად მაგარ ტრიოს აყალიბებს. 

ვილი სანიოლი გუნდს 2021 წლიდან წვრთნის და ახლა, მუშაობის მესამე წელს, როგორც ჩანს, მოახერხა მთელი თავისი ძალისხმევისა და იდეის განხორციელება. ევრო-2024-ის შესარჩევი ციკლის, მეორე ნახევრის მატჩებიდან დაწყებული, ქართველები სტაბილურობას იჩენენ. არის გამონაკლისები, როგორიცაა 1:7 ესპანეთთან, მაგრამ...

სანიოლი არ ჩქარობს, მან აირჩია თავისი ტაქტიკა და სტრატეგია, აირჩია ფეხბურთელები, რომლებიც მისი გუნდის ხერხემალი არიან და თავდაჯერებულად ახვევს თავის ხაზს.

ვილიმ ამ გუნდს დისციპლინაც ჩაუნერგა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის გერმანელი, ის საფრანგეთის ნაკრების ლეგენდაა, ზინედინ ზიდანის ტოლფასი და თითქმის მთელი თავისი პროფესიული კარიერა გერმანიაში, "ბაიერნში" თამაშობდა, ამიტომ დისციპლინა მისთვის ცარიელი სიტყვა არ არის.

ევრო-2024-მდე ინტერვიუ მივეცი ქართულ მასმედიას. მკითხეს უკრაინასა და ადგილობრივ ნაკრებებზე, მთხოვეს შანსების შეფასება, პროგნოზების გაკეთება. ისე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ში გავიდოდა, საქართველო კი არა, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ასე რომ, დიახ, ჩემთვის სანიოლის გუნდის პლეი ოფში შესვლა უბრალოდ მოულოდნელი კი არა, სუპერ სენსაცია იყო.

მიქაუტაძე თუ დოვბიკი? - ორივე მრავალფეროვანია. მიქაუტაძე სწრაფია, დოვბიკი კი ფიზკურად ძლიერი და ყოველთვის გოლზეა ორიენტირებული და მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. გიორგი უფრო მეტად თანაგუნდელებზეა დამოკიდებული. ასევე, ქართველი ბევრს მუშაობს დაცვაში, რასაც დოვბიკი იშვიათად აკეთებს.

ვინ არის უფრო სანდო მეკარე - მამარდაშვილი თუ ტრუბინი? - ჩემი აზრით, გიორგი ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარის ტიტულს იმსახურებდა. ტრუბინმა და განსაკუთრებით ლუნინმა, თავი ვერ გამოიჩინეს.

ჩემი აზრით, დღეს ანატოლი უდავოდ ნომერ პირველია უკრაინის ნაკრებში. ის პროგრესირებს და მუდმივი ადგილი აქვს "ბენფიკას" შემადგენლობაში.  რომელი ჯობია? - კლასში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე საუკეთესო მეკარეა.

კვარაცხელია თუ მუდრიკი? - დღეს ხვიჩა მიხაილოზე რამდენიმე გოლით მაღლა დგას. ის უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა, კვარაცხელია ბრილიანტია, მუდრიკი კი ისევ მხოლოდ ბრილიანტია.მას ჯერ კიდევ სჭირდება დახვეწა, წინ გაჭრა. მუდრიკი ისევ თავის თავს ეძებს, მაგრამ ხვიჩამ უკვე იპოვა, თუმცა ნიჭიერებით მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება.

ჩემი პროგნოზი მომავალ მატჩზე? - მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფავორიტებად მივიჩნევ, რა თქმა უნდა, უკრაინას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ თამაში ფრედ 1:1 ან 2:2 დასრულდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
კვარაცხელია Რათქმაუნდა. სანიოლს რა Ვუთხარი რომ დაასვენა, Თორემ .....
დინამოელი
00:56 12-10-2024
1
სად ვუყურო მეგობრებო? არ ვარ საქართველოში იქნებ მირჩიოთ. პირველ არხს არ ექნება იუთუბ ლაივი?
რაბუ
19:37 11-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული