ვილი სანიოლი: უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.

ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს
და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია.

ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე თავი დაღლილობამ იჩინა და მცირე პრობლემაც ამით იყო გამოწვეული. ასე რომ, კიტეიშვილი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მგონია რომ სპექტაკლი დადგეს და მისცეს თამაში.
უჯიგრეს ომის ვარიანტში.
როგორ დავიჯერო რომ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 15-ე წუთამდე ვერ გათვალეს რომელი ბუცები ჩაეცვათ.
ეგ 14 წლის ბავშვებმაც იციან.
ან ყველას არ წაუვიდა თამაში და არავინ არ აღმოჩნდა ვინც ათამაშდებოდა?
ან ყველამ ვერ დაარტყა კარებში?
30 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და ვხვდები უნდა გუნდს მოგება თუ არა.
ან კიტეიშვილმა ვითომ ტრავმა მიიღო და არ შეცვალეს მაინც ხო?
ყველაფერი ეგ შეფუთული სპექტაკლი იყო და კარგი,ოღონდ ისე არ გამოვიდეს ეგ ვაჟკაცობა ბოლოს სანანებელი გაგვიხდეს.
უკრაინელებმა ჩეხებთან ბრძოლით უნდა გადაგვიხადონ მადლობა ისე.
Levani
00:00 14-10-2024
1
ერთი რამე არ მესმის.კაკაბაძეს ფლანგზე რო დაჰქროდა მუდრიკი და რასაც უნდოდა აკეთებდა.ცოტა სწრაფი რო გამოეყვანა ვინმე?!ან გოჩოლეიშვილი ან გოგლიჩიძე...ძაან ნელი დაცვა გვყავს და მძიმე გრუნტზე საერთოდ შენელებული კადრებივით იყვნენ!
ჯეჯე
23:43 13-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული