სატურნირო მდგომარეობა
ვილი სანიოლის ფეხბურთელები ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე არიან და იმედია, ამ პოზიციას ნოემბრის ჩათვლით შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, მომდევნო თვეში, ჯერ უკრაინას ბათუმში უნდა დავუხვდეთ, ბოლოს კი ჩეხეთში ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე დეტალურად დავწერეთ. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, "ერთა ლიგაზე" ჯგუფის მოგება ისაა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ამით მომავალ ტურნირზე "ა" დივიზიონში გადავინაცვლებთ.
ალბანელებმა ზედიზედ ორი
"ქოჩორას" არყოფნაში "კიტეს" მნიშვნელობა გაიზრდება
დისკვალიფიკაცია ვახსენეთ, რაც ნახევარდაცვაში ცვლილებას ნიშნავს. მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უფრო სიღრმიდან ითამაშებს, სასტარტოში კი ზურიკო დავითაშვილის ადგილი გამოიძებნება. ამ ვითარებაში, ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ცვლილებას მარცხენა ფლანგზეც ველით, სადაც გიორგი წიტაიშვილი უნდა გამოჩნდეს. ალბანელთა შეტევაში ყაზანის "რუბინის" 26 წლის თავდამსხმელი, მირლინდ დაკუ იქნება. მან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, დისკვალიფიკაციის მიღებაც მოასწრო და შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ახლა, ჩეხეთთან გამოჩნდა.
მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ასლანი და "რეინჯერსის" შემტევი ბაირამი სახიფათონი არიან.
მარცხიდან რამდენიმე დღეში, ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვებას მიაღწიონ!.. შეხვედრას ძალიან ცნობილი არბიტრი, ნიდერლანდელი მაკელიე გაუძღვება. ევრო 2024-ზე ის 8 წუთის დამატებისთვის დასაჯეს.
რატომ წავაგეთ? - ამ კუთხით მხოლოდ მოედანსა და ერთ შეცდომას რომ არ დავაბრალოთ...
თქვენ ხართ პალიტრა-მედიის, ანუ, ,,ბღუჯა" ქუმსიშვილის საკუთრება. რომელიც, რაც ოცნებამ მრავალგზის მინისტრობიდან გაუშვა, შემოდგომის ბუზივით იკბინება. ხუხაშვილის ექსპერტად ქცევაზე და პალიტრა მედიის მხრიდან ყოველ დღე მისთვის ტრიბუნის დათმობაზე აღარაფერს ვამბობ. მარტის მოვლენების დროსაც მთლად მაღალი ჟუნალისტური სტანდარტებით ვერ ხელმძღვანელობდით.
თქვენი კითხვადობის და რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ თქვენი სტატიების ქვეშ, ხალხს შეუძლია კომენტარები წეროს და იკამათოს. რაც ასე ძალიან უყვართ ჩვენს მოქალაქეებს. :)