ადრიან ისმაილი: მჯერა, ხვალ ამ სტადიონიდან სამ ქულას წავიღებთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ადრიან ისმაილიმ ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სამი ქულისთვის ჩამოვედით. სხვა გზა არ გვაქვს, რადგან მხოლოდ მოგება დაგვტოვებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. მჯერა, ხვალ ამ სტადიონიდან სამ ქულას წავიღებთ. ბოლო ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოსთან წაგებას არ ვიმსხურებდით. თუმცა, ეს წარსულია.

ყველამ ვიცით კვარაცხელია როგორი უნარების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ პირველ შეხვედრაში მისი შეჩერება შევძელით და მჯერა, ამჯერადაც მოვახერხებთ, რადგან გუნდურად ვითამაშებთ, განსაკუთრებით დაცვაში.

გოგლიჩიძე უკე ერთი წელია "ემპოლიშია", ნიჭიერი ბიჭია, კარგი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები აქვს. ამ სეზონში თამაშის საშუალება მიეცა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. იგივეს ვიტყვი მთელ ჩვენს გუნდზე. მჯერა და იმედი მაქვს, საბა ასევე გააგრძელებს და შესანიშნავი კარიერა ექნება.

საქართველოს ნაკრების ხარისხი და მისი ძლიერი მხარეები ვიცით. მწვრთნელმა ყველა ასპექტი გაანალიზა და ჩვენი თავდადებით და მოტივაციით მიზანს მივაღწევთ. საქართველო კონტრშეტევებზე თამაშობს, მეორე დაპირისპირებისგან გაცილებით მეტი მოლოდინი გვაქვს და იმედია, საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივა.

რაც შეეხება ტირანაში გულშემატკივრების საქართველოს ჰიმნზე სტვენას, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა და ჩვენც ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 18 /
სამ ქულას კი არა სამში გრძელს წაიღებთ აქედან
მიტუა
20:29 13-10-2024
4
ხვალ მთელი თილისი მიხეილ მესხის სდაიონზე და მაგრა ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს! ხვალ ისე ვჭირდებით ჩვენს ბიჭებს, როგორც არასდროს! წარმატება ბიჭებს!
ვახო
19:51 13-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული