"შახტარში" მე და აზაროვი ერთ ოთახში ვცხოვრობთ, მან მომავალ მატჩზე მითხრა, რომ..." - სუდაკოვი საქართველო უკრაინის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" 22 წლის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა ერთა ლიგის მორიგ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი ნაკრები 16 ნოემბერს გასვლაზე ბათუმში საქართველოს დაუპირისპირდება.

"საქართველო კარგი გუნდია, კარგი ნაკრებია, რომელსაც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, პირველმა თამაშმა აჩვენა, თუ რამდენად ტექნიკურები არიან შეტევაში.

"შახტარში" მე და ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩვენ ამ მატჩზე ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ბათუმის სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. ჩვენ ასევე კიდევ ერთ ქართველ გიორგი გოჩოლეიშვილსაც დაუკავშირდით, რომელიც ამჟამად იჯარით "კოპენჰაგენში" თამაშობს და რამდენიმე
ხუმრობა გავცვალეთ. მას თავისი გუნდისთვის კარგი შედეგი სურს", - თქვა სუდაკოვმა VZBORNAYA-სთვის მიცემულ კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული