იოჟეფ საბო: მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოსთან დავმარცხდებით

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს: ხან ერთი ფეხბურთელი გახდა ავად, ხან მეორე ტრავმირებულია. მწვრთნელს მოთამაშეების ხელთათმანებივით გამოცვლა უწევს. ამ სიტუაციაში სერგეი რებროვმა ბიჭები სხვადასხვა გუნდებიდან უნდა მოიწვიოს - კერძოდ, "რუხიდან". თუმცა, საკითხავია, რამდენად მაღალია ამა თუ იმ ფეხბურთელის დონე. ხდება ხოლმე, ვუყურებ ჩვენს ფეხბურთელებს, როგორ იჭერენ ბურთს, როგორ მიიწევენ წინ, როგორ აკეთებენ გადაცემებს... ძალიან სუსტი
ბიჭები არიან. ძალიან... მაგრამ ვერაფერს იზამ: უნდა შეურიგდე იმას, რაც გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ნაკრებს საქართველოსთან შაბათის მატჩში?
- მინდა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, დავმარცხდებით. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ. მით უმეტეს, ისინი ბათუმში ითამაშებენ. იქ უკრაინელები ცოტანი იქნებიან, ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოში რა ხდება, ეს რუსული კვალია.

- რას აღნიშნავდით ქართველი ფეხბურთელების მოქმედებაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის წინააღმდეგ პირველ თამაშში?
- ეს შეხვედრა ყველამ ვნახეთ, ამიტომ გვახსოვს, რომ ქართველებს საკმაო მომენტები ჰქონდათ და გოლის გატანაც შეეძლოთ. მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

- დღემდე, საქართველოსთან დუელებში უკრაინის ნაკრებისთვის ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა - არც ერთი მარცხი არ დაფიქსირებულა.
- ეს ასეა, მაგრამ გაგვიმართლა, როდესაც ქართულ გუნდს ოქტომბერში მოვუგეთ. ახლა კი ჩვენი მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე ითამაშებს, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. გარდა ამისა, შაბათის თამაშში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვნახოთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა რუსული კვალი ?
ვერ გავიგე > ?
იხარე ერო ! მოკვდი მტერო !
21:40 15-11-2024
1
როგორც ყველა უნგრელი ორბანის თამადობიც, საბოც(წარმოშობით უნფრელია) საქართველოს მხარესაა.DDDD
ტტტ
20:02 15-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული