ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრეკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:
"მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების. თუმცა, ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც თავდაჯერება და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს შედეგებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შედეგებმა ასეთი გავლენა არ იქონია. ეს არც იგრძნობოდა ამ შეკრებაზე და ვიმედოვნებ, ამას თამაშის მიმდინარეობისას ვაჩვენებთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, წარმატებული სერია გაქვს, თავდაჯერება იზრდება. წინა შეკრება, მცირეოდენი ფეხის დაცდენა
იყო და ამაზე გუნდური რეაქცია უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ნაკრებს შეუძლია ამის კონტროლი და ამას მომდევნო ორ მატჩში ვაჩვენებთ".
nakrebi.ge
რებროვი: ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?
იოჟეფ საბო: მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოსთან დავმარცხდებით
სანიოლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან უფრო აგრესიულად უნდა ითამაშონ
საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - ითამაშებს თუ არა დოვბიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ
ბათუმში სხვა თამაში იქნება!.. - კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს სანაკრებო გოლი ცოტათი მოენატრათ