პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინასთან 0:1 მარცხდება.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - უკრაინა
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ.
კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე

altმატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

მკითხველის კომენტარები / 36 /
ისევ ჭაობიანი სტადიონი. ჩვენი ფედერაციაც ჩვენ გვიჩალიჩებს. ან რაღა დროს კვირკველიაა? ძალით ვაგებთ!
Რაგბის ფანი
21:54 16-11-2024
1
ჩაკვეტაძეს აშკარად ვიღაცამ აუკრძალა კარში დარტყმა
გიო
21:51 16-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული