რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"ასეთ მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. საკუთარი მოედნის ფაქტორი საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვემზადებით უკანასკნელი ტურისთვის. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით და ველოდით, რომ საგოლე მომენტები ისევ გვექნებოდა. საქართველოს ნაკრები საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორმა ძალიან მოტივირებული გახადა და შედეგზე გავლენა ამანაც იქონია.

პირველი ტაიმის შემდეგ რა ვუთხარი მუდრიკს? ბევრი იშრომა, შეუცვლელი მოთამაშეა,
პირველი ნახევრის შემდეგ მას გარკვეული შენიშვნები მივეცი. მუდრიკი ძალიან სწრაფია, თუმცა ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამაში კი ხელი მოედნის საფარმა შეუშალა. შეაჩერა თუ არა კონოპლიამ კვარაცხელია? ხვიჩა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა და მისი შეჩერება გუნდურადაა საჭირო.

ქართველების მხრიდან უკრაინელები მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ და ამისთვის მადლობას გეუბნებით."

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბათუმში თამაშის დანიშვნა ნოემბერში როცა ყოველდღე ისეთი ამიდია როგორც იყო ეს არის პოლიტიკური დანაშაული უვიცი ხალხის მიერ რაც ბატონობს საქართველოში. მადლობთ ბიჭებს ითამაშეხ მშვენივრად მწვრთნელის შეცდომების მიუხედავად.
ავთო
14:18 17-11-2024
1
რომ არა პოლიტიკა, არც ასეთი ნეპოტიზმით დანიშნული ფედერაცია იქნებოდა და არც ასეთი უსუსური მწვრთნელი ეყოლებოდა ნაკრებს. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, სააკაშვილის დროსაც და ასეა ახლაც. არაპროფესიონალების და კორუმპირებულების ზეიმია ქვეყანაში. ამას ემატება მიზანმიმართულად მოსახლეობის ძიითადი მასის გაღარიბება და ქეყნიდან გადინება. შედეგად ვიღებთ უუნარო საზოგადოებას, რომელიც დამოკიდებულია არჩევნებიდან არჩევნებამდე სხვადასხვანაირ მიზერულ ხელფასზე, შემწეობასა თუ ერჯერად მოქრთამვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ყავდეს ნაკრებს მინიმუმ სპალეტის, გვარდიოლას ან თუნდაც ტუხელისნაირი მწვრთნელი. არა აქვს სახელმწიფოს 5-10 მილიონის საშუალება წელიწადში? ხომ ყველასთვის გასაგებია როგორ დადებითად იმოქმედებს ნაკრების წარმატება ქვეყნის მომავალზე, პრესტიჟზე, ანვითარებაზე, ტურიზმზე, მომავალი თაობის დაინტერესებაზე? მაგალითად მხოლოდ ხვიჩას ფაქტორიც საკმარისია. ასე რომ პოლიტიკაა ყველაფერში თავი და თავი, სპორტშიც, კულტურაშიც და ეკონომიკაშიც. ეხლა კალაძემ გინდა გამიჯნოს და გინდა არა, ხალხი ყველაფერს ხედავს და დასკვნებიც სწორად გამოაქვს. განათლება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, პროფესიონალიზმი და ყველა სფეროში ვიქნებით წარმატებულები. იმედია, ჩვენი ბიჭები თავს ზემოთ ახტებიან და სუსტ ჩეხეთს საკუთარ კედლებში გადაუვლიან! მე მათი მონდომების ყოველთვის მჯერა! ვაი რომ დამრიგებელი ყავთ სუსტი!
პოლიტიკა შუაში კი არა, თავშია
12:03 17-11-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული