რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან საკუთარ მოედანზე მინიმალური მიზანი შეასრულა, არ დამარცხდა და ბოლო ტურის წინ "ერთა ლიგის" B დივიზიონში ჯგუფის მოგების შანსი დაიტოვა, თანაც ისე, საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული. საწყის ტურებში მოპოვებული ლიდერობის შემდეგ იყო ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, ერთი გამარჯვება, რაგინდ რთული მისაღწევიც არ უნდა იყოს, მთავარ მიზანს შეგვასრულებინებს.

რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი? - "ერთა ლიგის" A დივიზიონში პირდაპირ დაწინაურება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ გზაზე პლეი-ოფში მოხვედრა, რისი საკმაოდ დიდი შანსიც ჩვენი ლიგის გამარჯვებულებს აქვთ (A ლიგის გამარჯვებულები მინიმუმ
მეორე ადგილსა და პლეი-ოფს კლასიკური შესარჩევი ეტაპიდანაც მოახერხებენ. შესაძლოა, მათ ჩვენც დავემატოთ).

რა ხდება ბოლო ტურში? თითქოს, ყველაფერი მარტივადაა, უშუალო შეხვედრაში ვუგებთ ამჟამად ლიდედ ჩეხეთის ნაკრებს და პირველობას ჩამოვართმევთ. არის თუ არა სხვა ფაქტორი? ჩვენ მსგავსად, 10 ქულის დაგროვება ალბანელებს (თუკი უკრაინას მოუგებენ) შეუძლიათ. მათთან ურთიერთთამაშების თანაბარი ანგარიში (1:1) გვაქვს, ბურთების შეფარდების კომპონენტში კი საგრძნობი უპირატესობა. საქართველოს ნაკრებს ბალანსი +2 (6:4) აქვს, ალბანეთს კი -1 (3:4). ჩეხეთთან მოგების შემთხვევაში, ჩვენი ბალანსი მინიმუმ +3 იქნება. გამოდის, ალბანელებმა უკრაინას 4 გოლი მაინც უნდა გაუტანონ. ასე რომ, ეს ამბავი ძალიან არარეალურს ჰგავს. თანაც, უკრაინელებს საკუთარი მიზნები გააჩნიათ.

Sportall.Ge

რა მოტივაცია აქვს ჩეხეთს? ჩეხები ფრის შემთხვევაშიც ჯგუფში ჩვენზე წინ ყველა შემთხვევაში იქნებიან, მაგრამ 9 ქულას დააგროვებენ, რაც იმას ნიშნავს, პარალელურად, ალბანეთმა უკრაინა ნებისმიერი ანგარიშით რომ დაამარცხოს, ჯგუფს ალბანელები მოიგებენ. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, ჩეხებს მოგებაზე "გაწევა" დასჭირდეთ, ეს კი შანსებს კონტრშეტევებზე გაგვიხსნის.

კიდევ რა შანსი არსებობს A დივიზიონში დაწინაურების(და არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის)? ჯგუფში მეორე ადგილი საშუალებას გაძლევს, A ლიგის ჯგუფების რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი-ოფი ითამაშო. მაგალითად, შეიძლება ეს ბელგია ან სერბეთი იყოს. ჩვენ პირველობაზე ვფიქრობთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა მეორე ადგილზე ვართ და ყველაზე ცოტა, ეს პოზიცია რომ შევინარჩუნოთ, მაშინ ჩეხეთში მინიმუმ, ფრე, აუცილებლად გვჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში გვეყოფა, პარალელური მატჩიც თუ ფრედ დასრულდება. უკრაინის ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში მეორე ადგილზე თუ აღჩნდება.

დარჩა თუ არა შანსი საქართველო ქვედა ლიგაში დაქვეითდეს? პირდაპირ არა, საბედნიეროდ, მეოთხე ადგილზე ვერაფრით (რაღაც კატასტროფული უნდა მოხდეს, რაზეც საუბარი არ გვსურს) გავალთ, თუმცა ამის საფრთხე ჯგუფში მესამეადგილოსნობის შემთხვევაშია. მაშინ დარჩენისთვის ბრძოლა C ლიგის რომელიმე მეორეადგილოსანთან დაგვჭირდება. ეს შეიძლება სლოვაკეთი ან კოსოვო იყოს.

მთავარია, მოკლე დროში გუნდმა ძალების აღდგენა სრულად შეძლოს. დისკვალიფიკაციის შემდეგ ლაშა დვალი ბრუნდება. მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ ჩეხებს "ვესტ ჰემელი" სოუჩეკის სახით(შიკი ისედაც აკლდათ).

მადლობას ვუხდით კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმში განთავსებასა და მატჩის გაშუქებაში რომ დაგვეხმარა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტით კი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლომოუცში გამგზავრების საშუალება გვეძლევა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

იმედია, გამარჯვებული დავბრუნდებით!..

altსანიოლი: შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს - ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!

altფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ფედერაციის მესვეურებს ეტყობა თავის დროზე სკოლაში არ უვლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ ბათუმი ყველაზე ნალექიანი ადგილია საქართველოში და ასევე ყველაზე ნალექიანი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ნაწვიმარ მოედანზე კი ქართველები ჭაკობენ.
ავაზა
12:06 17-11-2024
5
ასევე ყვითელი მიიღო ალბანეთთან თავდამსხმელმა ხორიმ და ეგეც გამოტოვებს! მაგარი დანაკლისით ხვდება ჩეხეთი ჩვენთან ამ თამაშსს!
სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ უკრაინასთან, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძრავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან! ლობჟანიძე უნდა ავამოქმედოთ და დაცვა კაშია-გველესიანი-დვალი გამოვუშვათ! მე მგონი ლოჩოშვილს ისევ ძირითადში დააყენებს! ასევე გამოვლენ პირველი წუთებიდან: კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე! შეცვლაზე შემოვლენ დავითაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი და ზივზივაძე! ეს თამაში თუ მოიგო სანიოლიმ ყველას დაადუმებს და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება საერთოდ მის მიმართ!
მწვრთნელი
15:06 17-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული