სომხეთი - საქართველო. მატჩს ნაცნობი რუმინელი მსაჯი მოემსახურება

AutoSharing Option
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი რადუ პეტრესკუ, ლაინსმენები რადუ ზანგულიაკი და მირჩა გრიგორიუ, მეოთხე მსაჯი კი ანდრეი ჩივულიტე იქნება.

VAR-ის მსაჯად იტალიელი ალეანდრო დი პაოლო დანიშნეს, ხოლო თანაშემწედ მისი თანამემამულე ფედერიკო ლა პენა.

პეტრესკუ ადრე "ჯვაროსნების" ორ შეხვედრაში მთავარი მსაჯი იყო: საქართველო - ესპანეთი (1:2) და ანდორა - საქართველო (1:1), ერთხელ კი მეოთხე არბიტრი - ესპანეთი - საქართველო (3:1).

თამაში ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 20 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

alt

"საქართველოსთან მატჩამდე სომხეთში დიდი მღელვარებაა, ახალმა მწვრთნელმა პირველი ეს გვითხრა..." - სომხეთის ნაკრების კაპიტანი მომავალ დაპირისპირებაზე

altსავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული