"ეს ვერაგობაა - უნდათ საქართველოსთან მატჩისას ჩვენი ფანების ხმა ჩაახშონ" - სომხური კლუბის ექს-პრეზიდენტის განცხადება

AutoSharing Option
სომხურ ფეხბურთში დიდი დაპირისპირებაა და ქვეყნის ჩემპიონის, "პიუნიკის" ყოფილმა პრეზიდენტმა არტურ სოგომონიანმა ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების პლეი-ოფის მატჩების წინ გულშემატკივრებს მიმართა.

"პატივცემულ გულშემატკივრებს და ყველას, რომელთათვისაც სულერთი არ არის სომხური ფეხბურთის მომავალი. მინდა რესპუბლიკაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოგმართოთ. სიტუაცია დიდი ხანია გასცდა პროფესიულ სპორტსა და საღ აზრს!

ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ფეხბურთი მუდმივი ჩხუბის არენად გადაქციეს და მზად არიან სავარძლების, უეფასა და ფიფას ფულადი შემოდინებების შესანრჩუნებლად ყველაფერზე წავიდნენ! არასასრურველი ინვესტორების განდევნის შემდეგ, ისინი ქომაგებს მიადგნენ.

ფიფას
მითითებით, სომეხ გულშემატკივართა ფან-მოძრაობის წევრებს აპატიმრებენ და სისხლის სამართლის საქმეებით მხოლოდ იმიტომ აშინებენ, რომ ისინი ითხოვენ ახსნას იმ დიდი რაოდენობის წარუმატებლობის მიზეზებზე, რაც სომხურ ფეხბურთში ბოლო წლებში მოხდა.

სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის წინა დღეს დაუდევარმა ოფიციალურმა პირებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი ბილეთის გამოყოფით, ვიდრე სომხური ფანებისთვის (FAF და Red Eagles), კიდევ ერთი ვერაგული ნაბიჯი გადადგეს. მათ მატჩისას სომეხი ქომაგების ხმის ჩახშობის იმედი აქვთ. მინდა მივმართო ყველას, ვინც 20 მარტს, 19:00 საათზე რესპუბლიკურ სტადიონზე მისვლას გეგმავს.

მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს უშიშარ გულშემატკივრებთან, გავხდეთ ერთი მთლიანი და მხარი დავუჭიროთ მათ სომხური ფეხბურთის სიწმინდისა და მომავლისთვის სამართლიან ბრძოლის აქციაში! ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია! გადადგომა გარდაუვალია!!!", - დაწერა სოგომონიანმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

altსომხეთი - საქართველო. მატჩს ნაცნობი რუმინელი მსაჯი მოემსახურება

alt"საქართველოსთან მატჩამდე სომხეთში დიდი მღელვარებაა, ახალმა მწვრთნელმა პირველი ეს გვითხრა..." - სომხეთის ნაკრების კაპიტანი მომავალ დაპირისპირებაზე

altსავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 24 /
რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეს საქართველოს ნაკრები ისეთ დონეზე, სადაც ასეთ გუნდებთან აღარ ექნება არავითარი შეხვედრები.
პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი
04:06 19-03-2025
10
ეს არ არის კარგი მიმართვა,ჩვენი ბიჭებისა და ფანების მიმართ "აგრესიული ისრის" პროვოკაციული მიმართვის უხეშ მცდელობას ჰგავს,სიფრთხილე გვმართებს...
თამაშის ხარისხით უნდა "მოვახრჩოთ" და დავადუმოთ.
ბრაზი
03:57 19-03-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული