ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ერევანში 19 მარტს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

შეკრების მეორე ვარჯიშის შემდეგ, სომხეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.

ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან
შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.კარგ ფომრაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ".

პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ.

ლუკა ლაცაბიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა".

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

19 მარტის განრიგი | ერევანი, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონი

17:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:00 - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში

nakrebi.ge

alt"ეს ვერაგობაა - უნდათ საქართველოსთან მატჩისას ჩვენი ფანების ხმა ჩაახშონ" - სომხური კლუბის ექს-პრეზიდენტის განცხადება

altსომხეთი - საქართველო. მატჩს ნაცნობი რუმინელი მსაჯი მოემსახურება

alt"საქართველოსთან მატჩამდე სომხეთში დიდი მღელვარებაა, ახალმა მწვრთნელმა პირველი ეს გვითხრა..." - სომხეთის ნაკრების კაპიტანი მომავალ დაპირისპირებაზე

altსავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 11 /
წინა კომენტარების ავტორებო, 555 (ასეა!) და ALONZO (ზურა222)!
სამი რუბლი ჩაგირიცხეთ.
პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის უფროსი ბღალტერი
11:32 19-03-2025
3
უცებ რო გაგიბაზრონ თქვენი გრეხები?? და სანამ ამ რეალობაში ვართ და ბენილუქსის ლუქსი არ გამხდარა ეს ქვეყანა ნერე სად მიდიხართ?)) თქვენ ხო იმიტო ილიბერასტეთ რომ გეგონათ დღეს არა ხვალ აქაც ცისარტყელა გაგაღვიძებდათ და მოგელამუნებოდათ,სკუტერზე მოტოზე მოისვამდით და სანამ სახლამდე ერთსას გზაშიც მოასწრებდით))) სირებო ბიჭებს გაეშვით და ერთმანეთში იჩათავეთ ან გადალახეთ ეგ კომპლექსი და დაუბრუნდით საზოგადოებას.იმიტომ რომ დღესდღეობით თუ ვინმე გუნდი ევროპაში კარგ ფეხბურთს თამაშობს იქ ჩვენი ბიჭი ან ლიდერია ან ლიდერებშია.უბრალოდ ტყუილია რამე ცუდი რო თქვა ამ ხალხზე! გინდ მოედანზე გინდ მის მიღმა! მაგარ კლუბებში მაგარი ხელფასები თითქმის ყველას ბიჭი გაუჩნდა ჩვენ ხო გვახარებენ 70% და თქვენთვისაც დადებენ თავს,გინდ ქველმოქმედება და გინდ საქართველოს პოპოლარობა მთელ მსოფლიოში,როცა ჟორჟი 2 თამაში 3+4 აკეთებს იქ რიგითი ქართველი რაღაც მინიმალურით მაგრამ სლოვაკს ეწევა,როცა კვარააა ისეთი სუპერ დაპირისპირების იქსფაქტორი როგორიც ლივ-პსჯ იყო ფიქრობ რო დღესვე იჩალიჩო ფული და მეოთხეთფინალს ეგებ პარიზში უყურო და დროშა ქართული დროშა ააფრიალო!! გოგლიჩიძე სუ უპატრონოდ 460 ათასად ნაყიდი ბიჭი 25 თამაში სერია ა ში!! ქოჩორამ ლევანტე პირცელზე 30 წელია არ ყოფილა ალბათ,კიტე მამარდა,გოჩო,აზარა,ყველა ამ ბიჭების გუნდი ლიდერია თავის ჩემპის!!! ანუ რა უნდა ხდებოდეს რო რამე გაუხარდეთ??? არაფერი!! ამ ნაბიჯებით თუ ვერ ბედნიერდები არც სხვა იმოქმედებს,იმიტო რო გიულას ნათქვამი რო ის კვდება გჯერათ აბა რაზეა საუბარი!!
5 იანების...არ გატკენ ნუ გეშინია))
15:17 19-03-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული