სანიოლი: ბოლო მატჩებში დისციპლინა დავკარგეთ, რასაც იმედი მაქვს დავიბრუნებთ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"სომხეთთან შეხვედრას რაც შეეხება, დაცვაშიც ვიმუშავებთ და შეტევაშიც. ბოლო წლებში 3-მცველიანი ტაქტიკა წარმატებით გამოვცადეთ, თუმცა ფეხბურთი ვითარდება და მუდმივად ერთი და იმავეს ვერ გააკეთებ, სიახლეებიც საჭიროა. კვარაცხელიას გარეშე იმავე სისტემითა და იგივენაირად თამაში რთულია, ის უნიკალური ფეხბურთელია. მთავარი გუნდური დისციპლინაა, რაც ბოლო მატჩებში წინა წლებისგან განსხვავებით დავკარგეთ. იმედი მაქვს, აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ძლიერ მხარეებს, რაც ჩვენ გუნდს ახასიათებს.

მნიშვნელივანი იქნება პირველი წუთები, სადაც
რამდენჯერმე პრობლემა შეგვექმნა. შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა, რაც იმ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივიც კი იყო. ახლა ეს უნდა შეიცვალოს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა და ისინი განსხვავებულად ითამაშებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან. შევეჩვიე, რომ გასვლით მატჩებზეც დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მაგალითად, ბულგარეთში მეტი ქართველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ადგილობრივი. ყველაფერს გავაკეთებეთ, რომ ისინი გავახაროთ".

ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან

altრას აპირებენ სომხები საქართველოსთან მატჩისას ჰიმნის დროს - ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს [PHOTOS]

altსომხეთში საქართველოსთან მატჩისთვის სერიოზული მზადებაა - ეროვნული გუნდის მოსამზადებელ შეკრებას სპორტის მინისტრი ესტუმრა

altპრინციპული მატჩი სომხეთში, რომელსაც კვარაცხელიას არყოფნაში საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება - მეტოქის ახალი მწვრთნელი და საინტერესო დებიუტანტი

მკითხველის კომენტარები / 15 /
დაღლილობაო და ისწავლეთ დაღლილობის აღდგენა და აღარ იქნებიან დაღლილი მატჩის წინ. მერვედფინალიო და პორტუგალიას არ სჭირდებოდა ეგ თამაში და იმიტომ მოიგეთ. დისციპლინაო და ეგეც დაღლილობის ბრალია თორემ როცა მაღალი ინტენსივობით თამაშობთ ესპანეთსაც კი უქმნით პრობლემებს. ხვალ უფრო მეტი გულშემატკივარი გეყოლებათ ვიდრე სომხეთის ნაკრებს და აბა თქვენ იცით, გაგვახარეთ!
ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!
19:26 19-03-2025
3
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვაას!!!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული