
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს მატჩს ადგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.
"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.
ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
თამაშის დასასრულს ადგილობრივი გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით".
ამაზე უნდა წეროთ სპორტულმა ჟურნალისტებმა და თვითონ მოთამაშეებსაც მორიდების გარეშე უნდა უთხრათ რომ ასეთი რამ დაბალი დონის მანიშნებებელია.
მიქაუტაძეს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო ამ თამაშში, რომ არ ეღორათ თანაგუნდელებს და პასი მიეცათ