საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფში დამარცხებამ, სომხეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პირველი მატჩისას ერევანში გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაყენებას მოითხოვდნენ, თბილისში ნამატჩევს კი ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„ერთი წლისა და სამი თვის წინ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა წამოვაყენე, თუმცა ვიცოდი, გამარჯვების შანსი არ მქონდა. კარგა ხანი გაჩუმებული ვიყავი, მაგრამ დუმილი აღარ შემიძლია, რადგან სომხურ ფეხბურთს ანგრევთ.

მაშინ თქვენ ამბობდით: „ოზბილისს მართველობის გამოცდილება არ აქვს“. სწორედ ამ საკითხში განიცადეთ სრული მარცხი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად
მარცხდებით. ფეხბურთის ცოდნა არ გყოფნით - ეს ცხადია. რაც უარესია, მართველობაში თქვენი არაკომპეტენტურობაა: ადმინისტრირებაში, მარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ხალხმა რწმენა დაკარგა.

ფეხბურთში შეიძლება როგორც გაიმარჯვო, ასევე დამარცხდე, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაცია თქვენი მუშაობის პირდაპირი შედეგია. გარდაქმნების დრო მოვიდა“.

ოზბილისს ნაკრებში 41 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ის ახლა კლუბ „ურარტუს“ სტრუქტურაში მუშაობს.

თბილისში მატჩის შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიბეკიანმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებას დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც სომხეთში ფული იხარჯება ფეხბურთში ის რომ ჩვენ ქვეყანაში დაიხარჯოს რაღა გვინდა? საკლუბო ფეხბურთში მაშ როგორ გადაგვასწრეს და საკმაოდ ბევრად? ფულს აზერებიც, ყაზახებიც და სომხებიც ჩვენზე მეტს დებენ, შედეგი ნული სამივეგან. იკითხავთ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ ნიჭიერი და ძლიერი ერი. იმიტომ რომ ახლაც იბადებიან ავთანდილები, ტარიელები, 9 ძმები ხერხელაურები და 300 არაგველები. ეს ტრაბახი სულაც არაა. დიახ ეს ქვეყანაა ლეგენდების და გმირების ქვეყანაა. თითქოს არვინ ვიჯერრბდით კაცმა ცხენი ზურგით როგორ ასწიაო. თუნდაც მეფემო და ტალახაძემ მსოფლიოში 12 წელი ყველაფერი რომ მოიგო დავიჯერეთ, ის ლეგენდა? 300 არაგველზე ნაკლები რითი იყვნენ ის 16 შინდისელი 2008 წ მტერიც რომ გადაირია მათი მამაცობით და ყოჩაღობით? 200 მთიულელი დარუბანდის ხეობიდან 25 000 მდე წითელ არმიელს რომ არ უშვებდნენ ისე ჩაუსაფრდნენ რითი იყვნენ 300 სპარტანელზე ნაკლები, იმ სპარტანელებზე დღესაც რომ ლაპარაკობენ და ეს 1921 წ მომხდარი ფაქტი კომუნისტებმა რომ მიჩქმალეს? აგერ UFს- ში 8 წონაში 2 წონის ჩემპიონები ქართველია და 3.7 მილიომ ქვეყნისთვის არაფერი? აღარ ვამბობ ჭიდაობას და კერძოთ ძიუდოს სადაც როგორც ფავორიტები ვართ ყველგან.

მსოფილოში 3 ყველაზე პოპულალური სპორტია 1) ფეხბურთი. 2) კალათბურთი. 3) რაგბი. მე მსოფლიოში 4 ქვეყნაზე მეტი არ ვიცი ვინც რეიტინგშიც წინ არიან ამ სპორტის სახეობაში და გვიგებენ კიდევაც სამივე სპორტში. ესენია ევროპაში საფრანგეთი და იტალია ( რაგბში ხან უგებთ და წინაც ვართ) დანარჩენ მსოფლიოში არგენტიან და ავსტრალია. და თქვენ სომხებო გინდათ მითხრათ რომ ჩვენ ქართველებს სპორტში შეგვედრებით? საერთიდ გაგიგიათ სხვის კალათში რამის ჩაგდება რას ნიშნავს ან რაგბი რა ხილია გაგიგიათ?
G.LA
21:47 24-03-2025
5
აი სასწრაფოდ გამოსწორებას, რომ დაჰპირდა სწორედ აქ მოიტყუა. ეს ისეთი ჩავარდნაა, რომლის გამოსწორებას ბევრი წელი უნდა. ეს არაა საკლუბო ფეხბურთი, რომ კარგი ფეხბურთელები იყიდო და 1-2 წელიწადში კარგი გუნდი დააყენო. საინტერესოა საიდან გააჩენს კარგ სომეხ ფეხბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტი?
ჟორა
00:13 25-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული