ამ ბიჭებში ჩვენი გული და სული დევს!.. 15 წლის გეგა საჯაია ლუგანსკის "ზორიაში" მიდის

AutoSharing Option
15 წლის გეგა საჯაია კარიერას ლუგანსკის "ზორიაში" გააგრძელებს. ის ხვალ გაფრინდება უკრაინაში. საფეხბურთო საზოგადოება საჯაიას კარგად არ იცნობს. მასზე კომენტარი ვთხოვეთ საქველმოქმედო სკოლისა და საფეხბურთო კლუბ "დიდუბე 2014"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ლაშა მიმინოშვილს.

სხვათა შორის, მიმინოშვილის თამაში ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს. თავის დროზე ეს ნიჭიერი შემტევი "თბილისის" ძირითად შემადგენლობაში ირჯებოდა, თუმცა მერე მისი საფეხბურთო კარიერა მიზეზთა გამო ისე ვეღარ აეწყო, როგორც თავად ისურვებდა.

"როგორც იცით, ვლადიმერ ძნელაძემ და მე დავაარსეთ საქველმოქმედო საფეხბურთო სკოლა, სადაც სწავლა უფასოა. ჩვენს ძირითად კონტინგენტს სოციალურად
დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ. სულ 172 ბავშვი სწავლობს ფეხბურთს ჩვენს სკოლაში...

რაც შეეხება გეგა საჯაიას, ის სამი წლის წინ მოვიდა ჩვენთან. გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით და, თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, ამ ასაკში ზედმეტი შექება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - გეგა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა!

ის ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია და მართლა შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. თანაც, ისეთ ოჯახშია გაზრდილი, გამორიცხულია, თავში აუვარდეს. ძალიან წესიერი ბიჭია, სულ მუშაობს საკუთარ თავზე...

მისი თამაში ჯაბა ლიპარტიამ ნახა და დაგვაკავშირა "ზორიას" ხელმძღვანელობასთან. ეს უკრაინული კლუბი ცნობილია იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ტალანტებს და ყველაფერს აკეთებს მათი დაოსტატებისთვის. ვფიქრობთ, გეგასთვის ამ ეტაპზე ეს კარგი სკოლა იქნება...

ჩვენი საფეხბურთო კლუბი ღია ლიგაში თამაშობს, სადაც ბევრნი არიან ასაკობრივი ფეხბურთელებიც. წარმოიდგინეთ, 15 წლის ბიჭი ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო. რაც მთავარია, ისეთი ფეხბურთელია, საქმეს ბოლომდე სერიოზულად რომ მოეკიდება.

დაკარგული ტალანტებით ჩვენში ვის გააკვირვებ?! გეგამ ეს კარგად იცის. სხვათა შორის, ღია ლიგაში "დიდუბეს" "თბილისის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, თეზი ბარამიძე წვრთნის.

ამ ბიჭებში ჩვენი გული და სული დევს. ღმერთმა ქნას, მათ მაინც ითამაშონ ისეთი ფეხბურთი, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ, ისეთი, რომლის თამაშიც ჩვენ ვერ შევძელით", - გვითხრა მიმინოშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დააბრუნეტ ზველი საიტიი გტხოვტ.
bajo
23:33 03-08-2017
0
საიტს დაუბრუნეთ ძველი ფორმატი,სადაც ყველაფერი ნორმალურად იყო.რა ჭირი გვჭირს ყვველას,რაც კარგია იმის გაფუჭებას რომ ვცდილობთ.
თენგო
23:16 03-08-2017
0

სიახლეები პოპულარული