ლეგიონი ევროპალიგაზე: ქართველებით და ქართველების გარეშე

AutoSharing Option
3 აგვისტოს ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

ტურნირის პლეი-ოფში გავიდა თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი". საპასუხო მატჩში "ხარებმა" გასვლაზე 3:1 მოუგეს დანიურ "ლუნგბიუს". რუსული კლუბის ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, რადგან ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა.

ევროპალიგას გამოეთიშა ლუკა ზარანდიას "არკა". პოლონელებმა პირველი, საშინაო მატჩი შინ 3:2 მოუგეს დანიურ "მიდტიულანდს", საპასუხო მატჩში კი ბოლო წამებზე გაუშვეს დასანანი გოლი, რომელმაც ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მეტოქის სასარგებლოდ გა
დაწყვიტა. ზარანდიას არ უთამაშია.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში (A ლიგა) ლევან ჭაფოძისა და ვასილ ბაჩიაშვილის "კაუნომ" საპატიო ფრეს (1:1) მიაღწია "ატლანტასთან" საგარეო მატჩში. ქართველებმა სრულად ითამაშეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული