გიორგი არაბიძე: "კარპატიში", რა თქმა უნდა, არ გადავდივარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევი გიორგი არაბიძე ლვოვის "კარპატიში" გადასვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ Sportanalytic-ის ინფორმაციით, ლვოვის "კარპატის" დონეცკის "შახტარისგან" გიორგი არაბიძის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.

Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადაამოწმა. დავინტერესდით, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. მისგან მოკლე და გასაგები პასუხი მივიღეთ: "არა, რა თქმა უნდა, იქ არ გადავდივარ!".

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგის გადაბირებით მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი თავად გამორიცხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
სასწრაფოდ შეცვალეთ საიტის ფასადი
vax-vax
04 აგვისტო 2017 13:08
0
ვეთანხმები giorgi-ის,ნამდვილად აზროვნებს ეს ბიჭი (ჯანსაღად რა თქმა უნდა).. ცოტა უნდა იცოდეს მისი ფასი,ცოტა პრინციპულობა, ცოტა უფრო მეტი სიმტკიცე, საკუთარი პოზიციის დაცვა და ა.შ (არ ვგულისხმობ მე უაზრო ცხვირის აბზუებას და ეგოისტურ თავში ავარდნებს). არ უნდა გაიქცეს ეგრევე პირველივე დაძახილზე რომელიმე გუნდში, სამწუხაროდ ბევრი გაიქცა ისედაც და რას მიაღწიეს და როგორ "დაიკარგნენ", ყველა ხედავს... ჩემი პირადი აზრია, "დაჟე", ევროპის ბევრი გუნდის დაძახილზეც კი არ უნდა გაიქცეს, არაა მართლა სადღაც ჩასაკარგი ფეხბურთელი,პლიუს კიდევ ნამდვილად კარგი და "გაქექილი" აგენტი ჭირდება რომ, ნორმალურ გუნდებზე გაიყვანოს... წარმატებები გიოს!!!
დათა
04 აგვისტო 2017 12:34
0

ბრჭყალებში ჩასმული – დაჟე –, გლიჯავს..! (თანამედროვე ქართული)
დიმიტრი გულია
04 აგვისტო 2017 15:35
0
lokomotivshi tamashi jobia vidre shaxtaris dublebis an romelime ukrainul klubshi tamashs,da tu rusetis premierligaze uketes chempionatshi itamashebs magas rajobia?
romandro
04 აგვისტო 2017 12:07
0
არაბიძე 100 % მართალია რუსეთში წასვლა მისი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, უნდა იაროს წინ, რამე უკეთესი გუნდი გვინდა, მე არ ვარ აგენტი და არც ფეხბურთის პროფესიონალი ვერ ვურჩევ რომელ გუნდში გადავიდეს, მაგრამ ჩემი და ალბათ ყველა მის გულშემატკივარის სურვილია რომ ლოკომოტივზე უკეთეს გუნდში გადავიდეს. წარმატებები გიორგის
roma
04 აგვისტო 2017 13:36
0
არ გადახვალ და იჯექი სკამზე. ამ ასაკში უკვე უნდა თამაშობდე
andro
04 აგვისტო 2017 12:29
0
ბატონებო, ჯანოს პრობლემა თვთონ ჯანოში არ არის. ჯერ ვერ შეხვდა ისეთი მწვრთნელი რომელიც სწორ პოზიციაზე ათამაშებს. ჩემი აზრით ჯანოსთან პირველი ბურთი უნდა მიდიოდეს და ის უნდა საზღვრავდეს შეტევის მიმართულებას. ის ინტელექტუალია, ჭკვიანი, დიდებული პასით. ფანტაზისტას ადგილზე ჯანიანი საყრდენები ჩაგრავენ პერსონალური თამაშით. ვოვა გუცაევის ადგილძე(ფლანგზე) მისი ყოფნა--მარაზმია. აი მიიღოს ბურთი ჯანომ, პარტნიორებმა აითვისონ ზონები, მერე ნახავთ რაც მას შეუძლია. თუ არ მეთანხმებით ბოდიშს ვიხდი.
თემო
05 აგვისტო 2017 21:12
0
არაბიძე უნდა წავიდეს ამსტერდამის აიაქსში ან რომელიმე სხვა შეძლებულ ჰოლანდიურ გუნდში და ნახავთ როგორ დაიხვეწება მისი თამაში
mamuka
04 აგვისტო 2017 17:58
0
ეს ბიჭი მემგონი კარგად აზროვნებს, იმედია რამე კარგ ლიგაში გადავა.
giorgi
04 აგვისტო 2017 11:49
0
მოსკოვის ლოკომოტივი უკეტესია ვიდრე დონეცკი
otar
04 აგვისტო 2017 11:12
0
ლოკომოტივს არაბიძის დასაწუნი არაფერი სჭირს,მაგრამ მისი ტიპის ფეხბურთელი რუსეთში ძნელად გაიხარებს,თან ფიზიკურადაც არ არი ისეთი ძლიერი,ჯანისი არ იყოს ,სულ ტრავმებში იქნება.უკრაინაშიც ძალისმიერი ფეხბურთია,ნამეტანიც კი,მაგრამ რუსეთის ლიგაში ჩეხვა და დაუნდობლობაა უფრო მეტი.ყოველ შემთხვევაში რის ნახვასაც მე ვახერხებ,ასეა.
სოსო
04 აგვისტო 2017 21:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული