ლევან მჭედლიძე სერია A-ში? "ბოლონია" ქართველ თავდამსხმელს მიუბრუნდა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბოლონია" ლევან მჭედლიძის დამატების ვარიანტს კიდევ განიხილავს.

27 წლის ქართველი თავდამსხმელით "ბოლონიას" დაინტერსების შესახებ ინფორმაცია პირველად 2 თვის წინ გავრცელდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რობერტო დონადონის გუნდი მჭედლიძეზე უარს ამბობდა. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბოლონიამ" არჩევანი "ტერნანას" ყოფილ თავდამსხმელზე, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფ ფელიპე ავენატიზე შეაჩერა.

დღეს, Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის ავენატის მკურნალობას კიდევ დაახლოებით 2 თვე დასჭირდება და "ბოლონიამ" სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო.
იმავე წყაროს ცნობით, ლევან მჭედლიძე ემილია-რომანიელების სამიზნეებს შორის კვლავ იმყოფება.

- PianetaEmpoli.it: ლევან მჭედლიძის შეძენა "ბოლონიას" სურს

- იტალიური მედია: რომან ჭანტურია "ემპოლის" გეგმებში არ შედის
- "ბოლონიამ" ცენტრფორვარდი შეარჩია, მჭედლიძისადმი ინტერესი დასრულდა?
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი უნდა იყიდონ მჭედლიძე და ის და ავენატი ერთმანეთს შეენაცვლებიან ხოლმე ტრამვიანობის დროს ..:)...არა და მჭედლიძე მართლა ნორმალური თავდამსხმელია ეს ტრამვები რომ არა.
დათო
18:33 05-08-2017
3
კაი უმადური ფეხბურთელია, უნდა გაყვეს ემპოლის სერია-ბ-ში, აც მაგის სტრამვებში ფული გადაყარა მაგ კლუბმა 5 წლიდან 3 თვე ითამაშა ალბათ ჯამში.
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული