გიორგი ლორია კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
როგორც რუსული სპორტული საიტი იუწყება, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კლუბს შეიცვლის - რუსეთის პირველ დივიზიონში დაქვეითებული სამარის "კრილია სოვეტოვიდან" მახაჭყალის "ანჟიში" გადავა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში გამოდის.

ქართველ მეკარესა და მახაჭყალის კლუბს შორის კონტრაქტი მომავალ კვირაში უნდა გაფორმდეს. "ანჟიში" გიორგი ლორიას თანამემამულე ჯაბა ლიპარტია დახვდება.

გიორგი ლორია "კრილიაში" 2015 წლიდან გამოდის. ამ ზაფხულს მეკარემ მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. 31 წლის ფეხბურთელი სამარულ კლუბში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ლორიას "კრილიამდე" თბილისის "დინამოსა" და ბერძნულ ოფი-ში უთამაშია. მის
ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 39 მატჩია.

რაც შეეხება მის სავარაუდო ახალ გუნდს, "ანჟის" რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლორია ბარსაშიც რომ გადავიდეს, ისიც სეგუნდაში აღმოჩნდება გაისად
ზვიადი
10:48 18-08-2017
0
რად უნდა ამ გავარდნის კანდიდატების გუნდებთან ხელშეკრულების გაფორმება. ? წელს ანჟიც აუცილებლად გავარდება!
დავით 67
02:12 18-08-2017
0

სიახლეები პოპულარული