12:40 26-08-2017
ჯიმი ტაბიძის შეცდომა "უფას" "ანჟისთან" წაგებად დაუჯდა [VIDEO]
AutoSharing Option
გამარჯვება მასპინძელ მახაჭყალურ გუნდს დარჩა, რომლის შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყვნენ გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია, რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. უფელთა რიგებში მხოლოდ პირველი ტაიმი ჩატაარა ჯიმი ტაბიძემ, რომლის შეცდომასაც მოჰყვა შეხვედრის ერთადერთი გოლი.
მატჩის მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველმა ბურთი იმ იმედით გაატარა, რომ მეტოქე ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდებოდა ან ბურთს "უფას" წინგამოსული მეკარე მიუსწრებდა, მაგრამ ასე არ მოხდა...
ამ მოგებით "ანჟიმ" სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა - 6 ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა. "უფა" 10 ქულით მე-7 პოზიციაზე რჩება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს მეკარის შეცდომაა. კარიდან რომ გამოვიდა იმხელაზე ბოლომდე უნდა ებრძოლა.
2
1
თუ ასე ცუდია და ვერ გვიტანენ, მაშინ რას მირბიან რუსეთში სათამაშოთ. წავიდნენ ინგლისში, ესპანეთში, გერმანიაში, ბოლობოლო იტალიაში. კახა კალაძის მაგალითზე, როგორც ვიცი, იქ ქართველებს კარგად ექცევიან და ორჯერ მისცეს საშუალება, ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალშიც ეთამაშა და თასიც ორივეჯერ მოეპოვებინა.
0
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული